Alliance Highline

ALLIANCE HIGHLINE მოიცავს 3 ცათამბჯენს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 40 სართულიანია და მასში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი  აპარტამენტები განთავსდება, მეორე და მესამე, შედარებით დაბალსართულიან კოშკებში კი WYNDHAM GARDEN-ის სასტუმრო აპარტამენტები და სასტუმროა წარმოდგენილი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა $75 მილიონი.

აპარტამენტების გაქირავება

მრავალფუნქციურ კომპლექსში "ალიანს ჰაილაინი" აპარტამენტების შეძენით შეგიძლიათ დამატებითი სარგებელიც მიიღოთ საკუთარი ინვესტიციიდან. თქვენ გაქვთ საშუალება, გააქირაოთ საკუთარი აპარტამენტი ან გადააბაროთ ის აპარტამენტების საერთაშორისო მმართველ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც უზრუნველჰყოფს თქვენი აპარტამენტების მენეჯმენტს, მოვლა-პატრონობას, გაქირავებას.

კომპლექსის მართვა

შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა აუცილებელი წინაპირობაა, რათა შენარჩუდეს კომპლექსის ფუნქციონალურობა, სისუფთავე და მიმზიდველობა. კომპლექსის მენეჯმენტს უზრუნველჰყოფს "ალიანს ჯგუფი".

მომსახურება მოიცავს:

  • დერეფნებისა და საზოგადოებრივი ფართების დალაგებასა და მოვლას;
  • 24-საათიან დაცვის სამსახურს და ვიდეო-მეთვალყურეობას;
  • დალაგებისა და კონსიერჟის სერვისს;
  • რეცეფციას;
  • ლიფტებისა და სხვა სერვისების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

დიზაინი და რემონტი

„ალიანს ჯგუფი" მეპატრონეებს სთავაზობს მათი აპარტამენტების დიზაინს, რემონტს, ავეჯსა და სრულ აღჭურვას - პრემიუმ კლასის სტანდარტის მიხედვით. მეპატრონეებს ასევე შეუძლიათ აპარტამენტის საკუთარი ძალებით გარემონტება, რაც შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე.

მომსახურება და ინფრასტრუქტურა

კომპლექსი მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მაღალი კლასის ინფრასტრუქტურას, როგორიცაა: საცურაო აუზი, ფიტნესი, ოთხსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, სპა და ა.შ. პროექტში გამოყენებულია ენერგიის ალტერნატიული წყაროები.

Property Georgia

შეძენის პირობები

ერთიანი ან ეტაპობრივი გადახდა

მყიდველს საშუალებს ექნება, როგორც ერთიანად გადახდით შეიძინოს აპარტამენტი და ისარგებლოს ფასდაკლებით, ასევე ეტაპობრივად დაფაროს სრული საფასური 30%-ის პირველადი შენატანით და ისარგებლოს კომპანიის შიდა ერთწლიანი უპროცენტო განვადებით.

შეძენისა და რეგისტრაციის პროცედურა

აპარტამენტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით. უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურა სრულდება 1 საათში.

გამარტივებული სესხი

მსურველებს შეუძლიათ ჩვენი პარტნიორი ბანკების მომსახურებით ისარგებლონ და მიიღონ გამარტივებული იპოთეკური სესხი 1 დღეში,  შემოსავლების დადასტურების გარეშე.

WYNDHAM HOTEL GROUP

მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ქსელია, რომელიც 67 ქვეყანაში 7800 სასტუმროს აერთიანებს.