ინტერიერის დიზაინის უახლესი ტენდენციები

ინტერიერის დიზაინის უახლესი ტენდენციები

ვილა პარკის გაყიდვების აღმასრულებელი - ეკა ნაჭყებია

როგორია ავეჯის უახლესი ტენდენციები? ეს ყველა ახალმოსახლეს თუ უბრალოდ ინტერიერის განახლების მსურველს აინტერესებს. დღეს ტრენდული: მდიდრული თანამედროვე სტილია, მარტივი ფორმები შერწყმული ძვირადღირებულ მასალებთან: ხავერდი, სხვადასხვა მბზინავი ლითონის ზედაპირი (მეტი ოქრო და სპილენძი), ასევე მუქი ხე, კედლის ხის პანელები, ნაჭრის შპალერი.

Property Georgia

თანამედროვე სტილი ნეო-არტ-დეკოს ელემენტების გამოყენებით. გრაფიკული და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები - თანამედროვეობისა და კლასიკის ნაზავს წარმოგვიდგენს. აღსანიშნავია ფერთა საკმაოდ განსხვავებული კომბინაცია: მწვანე და ყვითელი ფერის ყველა მისი ნათელი ვარიანტი ძალიან პოპულარულია, ამ ტიპის ფერადი კომბინაცია გამოყენებულია ოთახების ინტერიერში. ასევე გამოიყენება სამეფო ლურჯი და შინდისფერი წითელის კომბინაცია.

Property Georgia

Property Georgia

აქტუალურია სივრცის ზონირება: ტიხარი-გამყოფი, სხვადასხვა მასალის შეიძლება იყოს, დაწყებული მეტალით,დამთავრებული თუნდაც კერამიკით.

Property Georgia

რაც შეეხება ფერის გამოყენებას ინტერიერში, ამის გათვალისწინება უაღესად მნიშვნელოვანია, რადგან ავეჯის უახლეს ტენდენციებში მრავალფეროვნება ნამდვილად არის. მთავარი რჩევა იქნება: ეცადეთ არ გამოიყენოთ ინტრიერში 3 ფერზე მეტი (ერთ ოთახში, ფერთა ჰარმონიული შერწყმა რომ შეინარჩუნოთ) და აირჩიეთ ერთი მთავარი მკვეთრი ფერი, რომელსაც შეუხამეთ მისი პალიტრის ნათელ ფერებ.

ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ "Pantone"-მ 2018 წლის ფერი - ულტრაიისფერი გამოაცხადა, რაც აქტუალურია ინტერიერში.

Property Georgia

 

Recent: