ოკუპაციასთან ასოცირებული შენობა თავისუფლების მონუმენტად იქცა | Property Georgia

ოკუპაციასთან ასოცირებული შენობა თავისუფლების მონუმენტად იქცა

Property Georgia

კოკა ქამუშაძე - თიბისი ბანკის ბრენდის და კრეატიული პროექტების განყოფილების უფროსი

შენობის მოხატვის იდეა 26 მაისის წინა დღეებში გაჩნდა. ჩვენ, როგორც ბრენდს, გვინდოდა ამ დღისთვი განგვეხორციელებინა რაღაც სიმბოლური აქტი, რომელიც ერთის მხრივ გაგვახსენებდა და პატივს მიაგებდა საქართველოს პირველ რესპუბლიკას, მეორეს მხრივ კი წარმოაჩენდა ახალ საქართველოს.

სწორედ სიმბოლოების ძებნის პროცესში გაგვახსენდა ეს შენობა, რომელშიც ოკუპაციის წლებში განთავსებული იყო ამიერკავკასი სამხედრო ჯარების მთავარ შტაბ. ფაქტიურად ეს იყო ადგილი, რომელშიც განთავსებული იყო სწორედ ის წითელი არმია, რომელის გავლენითაც მოხდა საქართველოს ანექსია. სწორედ  ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ შენობაზე უნდა გამოსახულ ყოფილიყო პირველი რესპუბლიკის სიმბოლოგამარჯვებული მხედარი, რომელიც საქართველოს ახალ თავისუფალ რეალობას განასახიერებს.

ამასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო რომ ეს ყოველივე მიგვეღწია რაიმე თანამედროვე მეთოდით, სწორედ ამიტომაც შევჩერდით .. სტრიტ-არტზე. შენობის მოხატვაზე რამდენიმე უცხოელი ხელოვანი დაახლოებით 2 კვირის მანძილზე მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ საბოლოოდ რა განთავსდება ამ შენობაში, თუმცა გვჯერა, რომ ეს კედლის მხატვრობა ნებისმიერი დანიშნულების შენობას განსაკუთრებულ ელფერს შესძენს.

TV

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: