როგორ გავატაროთ საუკეთესო შობა-ახალი წელი?

როგორ გავატაროთ საუკეთესო შობა-ახალი წელი?

სალომე ნოზაძე

ჩავრთოთ „All I want for Christmas is you”

დავისხათ ცხელი კენკრის ჩაი თაფლით

და დავიწყოთ ჩვენი დასვენების დაგეგმვა

მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ალპები სულაც არ არის და შეიძლება შორიდანაც არ შემოგესმეთ იქაურების მოძახებული “Guten tag“, თოვლი აქაც თეთრი და ცივია. და არამარტო. საახალწლო განწყობის შესაქმნელად ყველას სჭირდება ლამაზად მორთული ნაძვის ხე, კომფორტული, უდარდელი გარემო და ალბათ ცოტაოდენი თოვლი მაინც. საქართველოში ბევრი კურორტია, რომელსაც თქვენი ახალი წლის ჯადოსნურ ზღაპრად ქცევა შეუძლია. თუმცა, ამჯერად მათი სიიდან მხოლოდ ორზე, ბაკურიანსა და გუდაურზე ვისაუბრებთ.

თუ სრიალთან ერთად გართობა და სეირნობაც გიყვართ, თქვენთვის იდეალური დასასვენებელი ადგილი იქნება ბაკურიანი. სხვადასხვა ზომის სასრიალო ტრასები და ულამაზესი დათოვლილი ბუნებით გარშემორტყმული სასეირნო ადგილები, ალბათ ყველას მიიყვანს ზენ-ის იდეალურ მდგომარეობამდე. განტვირთვისათვის, ჩემი მიკერძოებული აზრით, რამოდენიმე საუკეთესო სასტუმროს გირჩევთ :

1.“Orbi Palace Bakuriani“ - სასტუმრო, რომელიც გამორჩევა თავისი თანამედროვე დიზანით და ინტერიერით. ასევე კომფორტით და ყველაფრით, რაც კი მასთან ასოცირდება. აქ დაგხვდებათ პროფესიონალური და სასიამოვნო მომსახურე პერსონალი. ლამაზი ხედები ალბათ ყველა ადამიანის სისუსტეა და "Orbi Palace" -იც ნამდვილად უმშვენიერეს ხედებს გვთავაზობს.

Property Georgia

Property Georgia

2.“Hotel Crystal” - მართალია ეს სასტუმრო თავისი სიდიდით არ გამოირჩევა,თუმცა ამას სხვა ნიუანსებით ანაზღაურებს: სპორტ დარბაზი, საუნა, სპა, აუზი...მეტი რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის? ნუ, ცოტაოდენ თოვლსაც აიტანს ადამიანი რათქმაუნდა ასეთ კარგ პირობებში.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

3.“Snow Plaza Hotel” - გამოირჩევა მდიდრული დიზაინით, თანამედროვე ინტერიერით და ულამაზესი ხდებით. ამ სასტუმროში ნამდვილად გაგიჭირდებათ მოწყენა ძალიანაც რომ მოინდომოთ. მარტივად გეტყვით, ეს სასტუმრო სიტყვა "luxury"-ის ფაქტიურად ახალ მნიშვნელობას ანიჭებს.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

4.”Hotel Villa Palace” - როგორც უცხოურ საიტებზე წერენ, ეს სასტუმრო განსაკუთრებით გამოირჩევა მეგობრული, კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი პერსონალით. ასევე გამოირჩევა თავისი მდებარეობით - ეს სასტუმრო სასრიალო ტრასების პირდაპირ მდებარეობს.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

5.”Villa Mtashi” - მოთავსებულია ბაკურიანის ცენტრში. სასტუმრო საშუალო ზომის არის. იგი შეგიქმნით სახლთან ასოცირებულ კომფორტულ გარემოს. წარმოიდგინეთ : ბუხარი, სასიამოვნო მუსიკა და გარეთ თოვლი...

"Oh the weather outside is frightful,
but the fire is so delightful
And since we've no place to go...
Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!"

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

თუ სრიალის დიდი მოყვარული ბრძანდებით და ეს თქვენთვის ცხოვრების აზრად იქცევა ხოლმე ზამთრის სეზონზე, მაშინ თქვენთვის დასასვენებლად იდეალური ადგილი არის გუდაური. ეს სამთო-სათხილამურო კურორტი სხვა მსგავსი ტიპის უცხოურ კურორტებს არაფრით ჩამოუვარდება. პირიქით ეს კურორტი სასურველი დასასვენებელი ადგილია, როგორც ქართველების, ისე უცხოელებისათვის.

1.“New Gudauri Block 4” – RED-CO-ს პროექტის „New Gudauri”-ს დასრულებული ნაწილი, რომელიც ყველა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ ზუსტად ისე, როგორც თქვენ გსურთ.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

2.“Marco Polo Hotel Gudauri“ - ეს სასტუმრო პირადად ჩემი ფავორიტია, მისი დიზაინი და მშვენიერი ხედი თავს საუკეთესო საახალწლო ამერიკულ ფილმებში გაგრძნობინებთ. სასტუმრო გამოირჩევა თავისი დახვეწილი ინტერიერით და ასევე უკიდურესი სიახლოვით სასრიალო ტრასებთან.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

3.“Hotel Alpina”  - „თავისუფლება მთებშია“ ამბობენ და ამ სასტუმროს მთავარი ღირებულებაც სწორედ ის ხედია, რომელიც მისი ტერასიდან ულამაზესი გუდაურის მთებზე იშლება.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

4.“ Gudauri Inn“ - სასტუმრო გთავაზობთ ულამაზეს ხედს გუდაურზე. ასევე გამოირჩევა მაღალი დონის მომსახურებით და სისუფთავით. ქართული საკვები, რომ უგემრიელესია ამაზე დავა არ არსებობს, თუმცა ეს სასტუმრო თავისი კვებითაც ახერხებს უცხოელი ტურისტების გაოცებას.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

5.“Hotel Carpe Diem Gudauri“ – „დაიჭირე მომენტი“ - სწორედ ასე ითარგმნება ამ სასტუმროს სახელი და იგი ნამდვილად სწორედ აღწერს მის არსს. ამ სასტუმროს იდეალური ლოკაცია აქვს და უცხოელი სტუმრების დიდი სიყვარულით, სრულიად დამსახურებულად სარგებლობს.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

Recent: