როგორი უნდა იყოს თბილისის სწორი ურბანული განვითარება?

როგორი უნდა იყოს თბილისის სწორი ურბანული განვითარება?

თბილისი გარდენსი მარკეტინგის მენეჯერის, თეიკო ლომინაძის რჩევები და შეფასებები.

Property Georgia           

- 3 ძირითადი მიმართულება თბილისის სწორი ურბანული განვითარებისთვის:

- თბილისის სწორი ურბანული განვითარებისათვის, ალბათ, 3 პუნქტი საკმარისი არ იქნება და ექსპერტები ჩემზე უკეთესად ჩამოაყალიბებენ ამ ყველაფერს. თუმცა შევეცდები ჩემი გადმოსახედიდან ამ საკითხთან დაკავშირებული 3 მთავარი ასპექტი გამოვყო.

პირველი - ეს არის კოეფიციენტის მინიჭების საკითხი. ვფიქრობ, რომ დეველოპერებს კოეფიციენტი უნდა ენიჭებოდეთ პარკიგნის თემასთან დაკავშირებით. ეს სქემა ბევრ ქვეყანაში გვხვდება. მაგალითისათვის, შემიძლია მოვიყვანო ვარშავა, სადაც აღნიშნული მოდელი ძალიან ეფექტურია. ჩემი აზრით, ეს საკითხი ძალიან დაეხმარება როგორც კონკრეტული სახლის მაცხოვრებლებს, ასევე მის გარშემო სხვა სახლების მკვიდრებსაც. ჩვენ თბილისი გარდენსის შემთხევაში საკმაოდ მაღალი კოეფიციენტი გავქვს - 1.5%, რაც ნიშნავს, რომ პარკირების პრობლემა ჩვენს მაცხოვრებლებს და მეზობლებს ნამდვილად არ ექნებათ. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გზაა, რომ არსებული გადატვირთული სიტუაცია ქალაქში განვმუხტოთ.

მეორე და არანაკლებად მნიშვნელოვანი მიმართულება სწორი ურბანული განვითარებისათვის ქალაქის იერსახეზე ზრუნვაა. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ბეტონის ქალაქი შემოგვრჩა, რომელიც არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება. ვფიქრობ, ძველი ქალქის იერის შენარჩუნება, ხოლო ქალაქის სხვა ნაწილებში მშენებლობების ვიზუალზე მეტი ყურადღების გამახვილება კანონის დონეზე მხოლოდ დადებით შედეგს მოგვიტანს.

მესამე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი - ქალაქის გამწვანებაა. მე რომ ჩვენი დედაქალის მერი ვიყო, ყველა დეველოპერს კონკრეტული მშენებლობის სანაცვლოდ ვალდებულს გავხდიდი გარკვეული რეკრეაციული ზონა მოეწყო ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. რეკრეაციული ზონის მასშტაბი შესაბამისად განისაზღვერებოდა პროექტის სიდიდიდან გამომდინარე. რამდენი მშენებლობაც დღეს მიმდინარეობს, იმდენივე ხე რომ დაერგოთ, წარმოიდგინეთ რამდენად უფრო მწვანე გახდებოდა ჩვენი ქალაქი.

Property Georgia

ფოტოების ავტორი: ლუკა გუმბერიძე

  • - როგორ შეუძლია დეველოპერს გააუმჯობესოს ეკოლოგიური გარემო ჩვენს ქვეყანაში?

- როდესაც მშენებლობაზე და ეკოლოგიურ გარემოზე ვსაუბრობთ, ყველას გვესმის, რომ ეს მხოლოდ გამწვანების არ არსებობას და ხეების მოჭრის პრობლემას არ გულისხმობს... სერტიფიცირებული და ენერგოეფექტური მასალები, “სუფთა” მშენებლობის პროცესი, სამშენებლო ნაგავი - ეს ყველაფერი ერთგვარი დიდი ჯაჭვია, რომლის გამართვის შემთხვევაში, როგორც ქალაქის ეკოლოგია, ასევე უშუალოდ კონკრეტული შენობის მაცხოვრებლები მხოლოდ მოგებულნი დარჩებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფრო ძვირადღირებულს ხდის მშენებლობას. დღეს სწორედ ამ სტანდარტის არ არსებობის გამო საკმაოდ მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს ქალაქში. ეკოლოგიური ნორმების დაცვა ყველა დეველოპერის სოციალური პასუხისმგებლობაა.

  • - რომელი შენობა მოგწონთ თბილისში და რატომ?

- ზოგადად მიყვარს თბილისი თავისი არქიტექტურით. მიყვარს სოლოლაკის ქუჩებში სეირნობა და ყოველ ჯერზე ახალი დეტალების აღმოჩენა. ბევრი შენობა მომწონს: ეროვნული ბიბლიოთეკა, მწერალთა სახლი, თანამედროვე შენობებში კი საცხოვრებელი კუთხით, სუბიექტურობაში არ ჩამითვალოთ და თბილისი გარდენსი მომწონს! აქვე ვიტყვი რა არ მომწონს ძალიან - ეს სასტუმრო ბილტმორის შენობაა, რომელმაც ძალიან შეცვალა ქალაქის პანორამული ხედი. ამაზე, უბრალოდ, როგორც რიგით თბილისელს მწყდება გული.

  • - რომელი უძრავი ქონების კომპანიის სარეკლამო კამპანიას გამოარჩევდით და რატომ?

- თბილისი გარდენსის სარეკლამო კამპანიაბინას ეძებვფიქრობ, რომ საკმაოდ გამორჩეული, მარტივი და ეფექტური იყო. კოლეგებს რომ  გადავხედო...მახსოვს 2-ის წინა საახაწლო რეკლამა ძალიან ლამაზი იყო და კარგ საახაწლო განწყობას ქმნიდა.

  • - რა უნდა გაითვალისწინონ  ამ სფეროში დამწყებმა მარკეტოლოგებმა?

- არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროს მარკეტინგის მენეჯრი ხარ, მნიშვნელოვანია იცოდე ვინ არის შენი მომხმარებელი ან ვისზე არის გათვლილი შენი პროდუქტი/მომსახურება, შემდგომ კი მთავარია  შესაბამისი გადმოსახედიდან შექმნა თანმიმდევრული  და ეფექტური კომუნიკაცია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სიმარტივე. მომხმარებლისათვის იოლად, მათ ენაზე გასაგებად საუბარი ყოველთვის მომგებიანია. თბილისი გარდენსის ბოლო კამპანია, სწორედ ასეთი იყო “თუ ბინას ეძებ”. ეს კამპანია მარტივი და გასაგებია და რაც მთავარია მომხმარებლისათვის რელევანტური. ამ კამპანიის ეფექტურობაზე კი უკვე გაყიდვების სტატისტიკა თავად მეტყველებს.

  • - რა რჩევას მისცემთ უძრავი ქონების მყიდველს?

- უძრავი ქონების მყიდველებს ვურჩევ ნახონ თბილისი გარდენსის ფეისბუქ გვერდზე კითხვების სერია, რომელიც იმ შემთხვევაში თუ ბინას ეძებ, აუცილებლად უნდა დასვა და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება ბინის შეძენასთან დაკავშირებით.

  • - დაასრულეთ ფრაზა: - თბილისი დღეს რომ ახლიდან შენდებოდეს...

- თბილისი დღეს რომ ახლიდან შენდებოდეს, თბილისი იქნებოდა უფრო ლამაზი და უფრო მწვანე.

Recent: