თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლოლიტა ციცხვაია

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (ყოფილი მეფისნაცვლის, მიხეილის, პიონერთა სასახლე) ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა. შენობას, დღეს  ამაყად და მეფური დიდებულებით რომ აღმართულა რუსთაველის (წარსულში გოლოვინის) გამზირზე, საკმაოდ მრავალწახნაგოვანი და საინტერესო 200 წლიანი ისტორია აქვს.

XIX საუკუნის დასაწყისში თბილისში რუსეთის ხელისუფლების მთავარმმართებლის  (კარლ კნორინგი) დანიშვნამ განაპირობა მისთვის აუცილებელი რეზიდენციის აშენება. პირველი სასახლე 1802 წელს ქართველ ოსტატებს (ქვითხუროებს) აუშენებიათ მრავალი ცნობილი სამხედრო ინჟინრის თანამონაწილეობით მაშინდელი თბილისის გარეუბანში, ქართველ მეფეთა საგვარეულო ბაღების ტერიტორიაზე.  სახელდახელოდ აგებული "უხარისხო" შენობა მალევე, 1807 წელს დაანგრიეს და ის ბევრად მასშტაბური ახალი, რუსული კლასიციზმის სტილში გადაწყვეტილი ნაგებობით შეცვალეს. რამდენიმე წლის შემდეგ აღნიშნული შენობა  ვერ აკმაყოფილებდა მაღალი საზოგადოების მოთხოვნებს და 1818 წელს ისევ დაანგრიეს. მის ნაცვლად იმავე წელს მთავარმმართებლის ახალი რეზიდენცია-სასახლე  ააშენეს. პროექტის  ავტორი არქიტექტორი ბრაუნ მილერი გახლდათ. ახალი ნაგებობა წინანდელებთან შედარებით ბევრად იმპოზანტური იყო დიდი და საზეიმო მისაღები დარბაზებით, კაბინეტებით, მთავარმმართებლის აპარტამენტებით, საბილიარდო და მოსასვენებელი ოთახებით, „ზამთრის ბაღით“ და ა.შ.

Property Georgia

Property Georgia

1844-1856 წლებში კავკასიის და მათ შორის საქართველოს ბედ-იღბალი ნიკოლოზ მეფის მიერ დანიშნული გრაფის, გენერალ მიხეილ ვორონცოვის ხელში აღმოჩნდა. თუმცა გაგვიმართლა...მიხეილის მაღალ ერუდიციას და განათლებულობას უნდა ვუმადლობდეთ ქართული კულტურის აღორძინებას და ევროპიზაციას (სხვა უამრავ სიკეთესთან ერთდ გრაფი მიხეილი თავად უწევდა მეურვეობას ქართული ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაციას).

Property Georgia

1844 წელს კავკასიაში მთავარმმართებლის თანამდებობა მეფისნაცვლის თანამდებობამ ჩაანაცვლა. მეფისნაცვლის რეზიდენცია კი ბევრად პომპეზური და დიდებული უნდა ყოფილიყო, ამიტომ ჩვენმა სასახლემ კვლავ მნიშვნელოვანი სახეცვლილება „გადაიტანა“. რუსეთიდან, კერძოდ, პეტერბურგიდან  საგანგებოდ მოიწვიეს ძალზე ცნობილი არქიტექტორი, აკად. ნიკოლოზ სემიონოვი.  მან  სასახლის ფასადს კლასიცისტური სახე მიანიჭა, ხოლო საზეიმო შესასვლელი, პორტიკი დორიული ფრონტონით დაამშვენა. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი სასახლის უკან გაშენებული ბაღი ყოფილა ულამაზესი ხეივნებით, შადრევნებით, ფანჩატურებით. ბაღში შესვლის უფლება მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ.

Property Georgia

Property Georgia

სასახლემ საბოლოო სახე 1869 წელს მიიღო, როდესაც შენობის მორიგი განახლება დაევალა თბილისში მოღვაწე შვედ არქიტექტორს ოტო იაკობ სიმონსონს. მან სასახლის კლასიცისტური გარეგნული იერსახე რენესანსულით შეცვალა, ხოლო მეორე სართულზე განთავსებული დარბაზები ბევრად საზეიმო და მდიდრული გახადა.

Property Georgia

1917 წლიდან სასახლეში ამიერკავკასიის სეიმი იყო განთავსებული, ხოლო 1921-37 წლებში აქ საბჭოთა საქართველოს მთავრობა მუშაობდა.

Property Georgia

Property Georgia

1937 წელს შენობა ბავშვებს გადაეცა და 1941 წელს გაიხსნა როგორც ბორის ძნელაძის სახ. პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე. დღეს ყოფილი მეფისნაცვლის რეზიდენცია მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის სტატუსს ატარებს (2012 წლიდან) და სასწავლო-შემეცნებით, კულტურულ-შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენს (სასახლე აერთიანებს 13 სასწავლო-სპორტულ კაბინეტს, 6 სტუდიას და 1 სახელოსნოს).

Property Georgia

Property Georgia

Recent: