აქსისი

დეველოპერული კომანია „აქსისი“  დაარსდა 1998 წელს. მაშინ, როდესაც გაჩნდა მრავალი გამოწვევა ქვეყნის განვითარების კუთხით „აქსისი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ეს გამოწვევა მიიღო და გახდა თავისი დარგის პიონერი და სხვადასხვა მიმართულების განვითარების ინიციატორი.

„აქსისმა“ ქვეყანაში შემოიტანა თანამედროვე არქიტექტურის, მენეჯმენტისა და მომსახურების სრულიად ახალი მიდგომა, რამაც განაპირობა „აქსისის“ მუდმივი ასოცირება ინოვაციასა და პირველობასთან.

 სწორედ „აქსისმა“ შემოიტანა საქართველოში „დეველოპმენტის“ ცნება, დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით და პირველი ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ მშენებლობა.

„აქსისის“ პროექტები გამოირჩევა თავისი მასშტაბებით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე არქიტექტურითა და რაც მთავარია ხარისხით. 

კომპანიის წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ხარისხიან მასალებთან და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად არის ის გუნდი, რომელიც ჩართულია პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპში.

„აქსისის“ მიზანია გარემოს განვითარება, რომელიც მოიტანს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც დანერგავს საქართველოში ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს.

Contact Information

მისამართი: # 24 ალ. ყაზბეგის გამზ, თბილისი ტელ: +995 32 224 17 17 ელ.ფოსტა: sales@axis.ge ვებ გვერდი: http://axis.ge

პროექტები