მეტრა დეველოპმენტი

ჩვენ ვქმნით დახვეწილ და პროგრესულ საცხოვრებელს თქვენი ახალი ცხოვრებისთვის

კომპანია “მეტრა დეველოპმენტი” დაფუძნებულია „მეტრა ჯგუფის“ მიერ, რომელიც 10 წელიწადზე მეტია რაც ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. “მეტრა ჯგუფი”-ს საერთაშორისო გამოცდილება სასარგებლოდ აისახება საქართველოში კომპანია “მეტრა დეველოპმენტი”-ს უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

„მეტრა დეველოპმენტმა“ წარმატებით დაასრულა ისეთი საცხოვრებელი ბინები თბილისში, როგორიცაა „პარკ თაუერი“ (ი.ჭავჭავაძის 78), „პარკ სტრიტი“ (ი. ჭავჭავაძის 80) და „მეტრა ვარკეთილი“ (მაისურაძის 11)

დღეისათვის კომპანია ახორციელებს მრავალსახლიანი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტრა პარკის“ მშენებლობას თბილისში, ვაკის რაიონში, კერძოდ ბაგებში. პროექტი დაფუძნებულია ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებისაგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციაზე, სადაც ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელია სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა.

„მეტრა დეველოპმენტი“ ქმნის ეკოლოგიურად სუფთა უბანს თბილისში და მისი ფილოსოფია დაფუძნებულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, მომხმარებლისათვის კომფორტის შექმნასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. კომპანია მუდმივად ისწაფვის განვითარებისაკენ და ნერგავს სიახლეებს სამშენებლო ბაზარზე. მკაცრად დაცული მშენებლობის ვადები, მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალები, ენერგოეფექტური პროექტები და მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები ქმნის კომპანია „მეტრა დეველოპმენტს“ კონკურენტულს სამშენებლო ბაზარზე.

Contact Information

ნატალია გლინსკაია

აღმასრულებელი დირექტორი | მეტრა დეველოპმენტი

პროექტები