რედიქსი

შპს რედიქს ჯგუფი უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის თბილისში დაფუძნებული კერძო ფირმაა, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს უძრავი ქონების ბაზარზე. განკარგავს რა პაპაშვილების ოჯახის ინვესტიციებს და წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი კრედიტორებისგან მოზიდულ თანხებს, რედიქს ჯგუფი მიზნად ისახავს, კარგად დაბალანსებული მრავალფუნქციური პორტფელის შექმნას, რომელიც მოიცავს ოფისებს, კომერციულ უძრავ ქონებას, სასტუმროებს და ასევე საცხოვრებელი ბინების მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვას. ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე რედიქ ჯგუფის ოფისი დაკომპლექტებულია ნიჭიერი, საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი თანამშრომლებისა და კონსულტანტებისგან. ამჟამად ჩვენ ვმართავთ უძრავი ქონების ას მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს. ეს აქტივები მოიცავს თბილისის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ საუკეთესო ადგილებზე მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობის და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებას და მიწის ბანკს. ჩვენი მთავარი სამუშაო აქტივია გამოცდილება, ქვეყნის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის ფლობა და ჩვენი პორტფელის სტრატეგიული და ოპერატიული მართვის უნარი.

Contact Information

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, 0186, თბილისი ვებ გვერდი: www.redix.ge საკონტაქტო ნომერი: (+995 32) 2 20 11 22

პროექტები