რედკოს შესახებ:
დეველოპერული კომპანია RED-CO 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს აპარტ-ოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და სარეკრეაციო-დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას საქართველოს კურორტებზე.
რედკოს მიერ 2012-2016 წლებში დასურლებულ პროექტებს შორის არის:
- ახალი გუდაური - გონდოლას ტიპის საბაგიროს მიმდებარებდ აშენდა საცხოვრებელი რეზიდენციები, აპარტ-ოტელები და გასართობი ინფრასტრუქტურა, რომლის მართვას და მომსახურებას “რედკო” უზრუნველყოფს.
- ბაკურიანში, დიდველთან, აშენდა და ფუნქციონირებს 4-ვარვსკლავიანი აპარტოტელი “The Valley Residences & Spa”,
- თბილისში “სახლი მზიურის პარკთან” - საცხოვრებელი კორპუსი
- ბათუმში, “ბუტიკ” აპარტოტელი “მონტეკარლო” – 15 კომფორტული აპარტამენტით.
- რესტორანი “ძველი ბულვარი” ბათუმში
მიმდინარე პროექტები:
რედკოს მიმდინარე პროექტები, რომელთა დასრულება დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე და მოიცავს მასშტაბურ მშენებლობებს გუდაურსა და ბათუმში:
ახალი გუდაური:
- ახალი გუდაური სუითს” - ფეშნებელური აპარტოტელი - დაიყწებს ფუნქციონირებას 2017 წლის ნოემბერში
- სამორინე “გუდაური” - დაიწყებს ფუნქციონირებას 2017 წლის ნოემბერში
- ორი ახალი რესტორანი - 2017 წლის ნოემბერი
- ახალი სპა ცენტრი, დახურული და ღია აუზებით - ნოემბერი 2017
- “რედისონ ბლუ გუდაური” – 2018/19 წლის ზმათარი
- 3 ახალი აპარტოტელი - დამატებითი 600 საცხოვრებელი ოთახით, კომერციული ფართებით, კაფე-რესტორნებით, გასართობი ობიექტებით და სხვა. – 2018 წლის ნოემბერი