2021 წლისთვის საქართველოში 34087 სასტუმრო ნომერი იქნება | Property Georgia

2021 წლისთვის საქართველოში 34087 სასტუმრო ნომერი იქნება

Property Georgia

საქართველოში, 2017 წლის მდგომაროებით, დაახლოებით 27 333 სასტუმრო ნომერია, 2021 წლისთვის კი ეს რიცხვი 6754-ით გაიზრდება. ბაზრის კვლევაში, რომელიც უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers International Georgia-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით მოამზადა, ასევე აღნიშნულია, რომ მთავარი ქალაქები ამ მხრივ თბილისი და ბათუმია. თბილისში გასულ წელს სასტუმრო ოთახების რაოდენობამ 7875 შეადგინა, რაც 44%-იანი ზრდაა 2014 წლიდან, ბათუმში კი ეს მაჩვენებელი ბოლო სამ წელიწადში109%-ით  გაიზარდა და 5325-ს მიაღწია. კვლევის მიხედვით, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდები არა მხოლოდ აღნიშნული ქალაქებით, არამედ ქუთაისით და საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტებითაც დაინტერესდნენ.

“სასტუმროების ბაზარზე დადებითად იმოქმედა საქართველოში ტურისტების ზრდის ტრენდმა, გაიზარდა  დატვირთულობის კოეფიციენტი,” განაცხადა ირაკლი კილაურიძემ, Colliers International Georgia-ს მმართველმა დირექტორმა.

2017 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ საქართველოში წინა წელთან შედარებით 18%-ით იმატა და რეკორდულ რიცხვი - 7.6 მილიონი შეადგინა. 

Colliers International Georgia-ს მიერ მომზადებული 2017 წლის ქართული ბაზრის კვლევა სასტუმროებთან ერთად მოიცავს კომერციული, საოფისე და საცხოვრებელი ფართების, ასევე გართობის სექტორის მიმოხილვას.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: