700 მილიონ ევროიანი ქალაქი თბილისის ზღვაზე | Property Georgia

700 მილიონ ევროიანი ქალაქი თბილისის ზღვაზე

Property Georgia

„ეკო გრინ სითი“-ს პროექტის იმპლემენტაციის შემდგომი ეტაპი დაიწყო. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით "საპარტნიორო ფონდსა" და „ჯინო გრუპს“ შორის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდა, რომელსაც ხელი "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და „ჯინო გრუპის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს. "საპარტნიორო ფონდთან" პარტნიორობით „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობას იწყებს. პროექტის განსახორციელებლად, "საპარტნიორო ფონდსა" და „ჯინო გრინ სითი კორპორაციას“ შორის პარტნიორთა შეთანხმებას ხელი 31 აგვისტოს მოეწერა. „ეკო გრინ სითის“ მშენებლობა თბილისის ზღვის ტერიტორიის განაშენიანებას გულისხმობს. პროექტის საინვესტიციის მოცულობა 700 მილიონი ევროა.

Property Georgia

„ჯინო გრუპის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისის ზღვის პირას, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის აშენებას მოიცავს. 2030 წლისთვის თბილისის ზღვის ტერიტორია ნამდვილ ოაზისად გადაიქცევა, სადაც ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი: საცხოვრებელი ვილები / ბინები, საბავშვო ბაღ(ებ)ი, სკოლა, სპორტული მოედნები, გასართობ-რეკრეაციული ზონები ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით აშენდება, ხოლო ჰაერის სისუფთავე განახლებადი ენერგიების გამოყენებით შენარჩუნდება.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: