“ახალი გუდაური” ზამთრის სეზონს 500 აპარტამენტით და განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება | Property Georgia

“ახალი გუდაური” ზამთრის სეზონს 500 აპარტამენტით და განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტზე RED-CO რეგიონის დავოსს აშენებს 

ქეთი ტაბატაძე

“ახალ გუდაურში” ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. საქართველოს წამყვან საერთაშორისო სამთო-სათხილამურო კურორტზე დამსვენებლებს სიახლეები ელოდებათ: ახალი კაზინო, ორი ახალი რესტორანი და ახალი სპა ცენტრი ღია და დახურული აუზებით, ასევე, ბევრი საინტერესო კულტურული და გასართობი ღონისძიება, რაც გუდაურს მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნად კურორტად აქცევს.

რა გელით 2017 წლის ზამთრის სეზონზე

დეველოპერულმა კომპანია RED-CO-მ  საბაგირო გონდოლას სიახლოვეს განთავსებული ოთხი აპარტ-ოტელის მშენებლობა უკვე დაასრულა.  არსებულ 400 აპარტამენტს, 2017 წლის დეკემბერში Red-co-ს საცხოვრებელ-დასასვენებელ კომპლექსში კიდევ ერთი, მაღალი კლასის აპარტ-ოტელი ემატება -  New Gudauri Suites, 102 აპარტამენტით. ახალი წლის წინა ღამეს, რიგით მეხუთე აპარტ-ოტელში, მათთვის, ვინც გუდაურს მხოლოდ სასრიალოდ არ სტუმრობს, Red-co პირველ სამორინეს გახსნის. დამსვენებლის სურვილებზე მორგებულ CASINO GUDAURI-ში გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება საბაგირო გზების დაკეტვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ბოკალი ღვინით ხელში მწვანე ბუხართან მოკალათება და წყნარი მუსიკის მოსმენა ზამთრის საღამოს იდეალურ განწყობას შესთავაზებს სტუმრებს. სამორინე საღამოს 6 საათზე გაიხსნება და დილის 4 საათამდე უმასპინძლებს დამსვენებლებს.

აპარტ-ოტელების მართვის სისტემა

New Gudauri Residences & Spa - ეს არის RED-CO-ს მართვის ქვეშ გაერთიანებული აპარტ-ოტელების ქსელი,სადაც მოქმედებს სასტუმროს ტიპის მომსხახურეობა:  კონსიერჟი, დაჯავშნის სისტემა, 24-საათიანი დაცვა, დახურულ ავტოსადგომები, თხილამურების სათავსოები, ოთახების დალაგების სერვისი, კერძო საცხოვრებელი აპარტამენტების გაქირავების მომსახურეობა დაჯავშნის მოქნილი სისტემა (სურვილისამებრ). კურორტის განვითარების გეგმა ასევე ითავლისწინებეს სხვადასხვა კომერციულ, გასართობ და სპორტულ ობიექტებს.

სამომავლო გეგმები

ახალი გუდაურის განვითარება RED-CO -მ  2012 წელს დაიწყო. პირველივე დღიდან კომპანიამ მიზნად დაისახა ააშენოს და განავითაროს საქართველოს ტურისტული ინფარსტრუქტურა ისე, რომ იგი მიმზიდველი გახდეს ყველაზე მომთხოვნი ინვესტორებისთვის, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის-ყველასთვის, ვისთვისაც თანამედროვეობა, უსაფრთხოება, კომფორტი, ეფექტური მართვა და ხარისხიანი მომსახურება მნიშვნელოვანია.  კანადური კომპანია Ecosign-ის მიერ შექმნილი, გუდაურის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, დეველოპერი 5 წლის განმავლობაში 50 ჰექტარზე 26 ახალი შენობას ააშენებს, რომელთა შორის იქნება 2,3,4,5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, აპარტ-ოტელები, საკუთარი სახლები და კოტეჯები. Red-co New Gudauri Resort Residences & Spa-ს განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. სტუმრების გართობისთვის და კომფორტული დასვენებისთვის, ახალ გუდაურში მოქმედებს რამოდენიმე რესტორანი, ბარი და კაფე, ფიტნეს დარბაზები და სპა ცენტრები, საბავშვო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი. ევროპული დონის ინტერიერისა და ექსტერიერის შესაქმნელად, RED-CO-ს ყველა პროექტი მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი არქიტექტორების, დიზაინერების დიდ გუნდთან, მსოფლიოში ცნობილი მაღალი კლასის სასტუმრო ქსელებისა და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განხორციელდა.                           

გლობალური ბრენდები

RED-CO ახალი გუდაურის განვითარებაში კიდევ ერთ საერთაშორისო მნიშვნელობის ნაბიჯს დგამს. 2018-2019 წლების განმავლობაში გუდაურში პირველი 5-ვარსკვლავიანი გლობალური ბრენდის სასტუმრო Radisson Blu Gudauri აშენდება, 160 ოთახით, რამდენიმე რესტორნით, სპა-კომპლექსით, შიდა და გარე საცურაო აუზებით. სასტუმროს მშენებლობაში დეველოპერი  დაახლოებით 20 მილიონი დოლარს დახარჯავს. რაც შეეხება სხვა მსოფლიო ბრენდებს, Red-co-ს უკვე აქვს წინასწარი თანხმობა Starwood Hotels and Resorts-ის, Sheraton-ისა და Four Points by Sheraton-ისგან გუდაურში ახალი სასტუმროების გახსნაზე. ამავდროულად, Red-co კურორტზე საერთაშორისო დონის აპარტოტელების ხაზის განვითარებასაც განაგრძობს,  2018 წლისთვის RED-CO-ს დასასვენებელ კომპლექს ახალ გუდაურში დაემატება კიდევ სამი აპარტ-ოტელი - ჯამში კიდევ 700-მდე რეზიდენციით. წელიწადზე ნაკლებ დროში ქართველი დეველოპერი ახალ გუდაურს რეგიონის დავოსად აქცევს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: