“ალიანს ჯგუფმა” FORBES Property-ის ჯილდო მიიღო | Property Georgia

 “ალიანს ჯგუფმა” FORBES Property-ის ჯილდო მიიღო

წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფი”  Forbes Property-მ დააჯილდოვა. Forbes Georgia-მ გამომცემლობის ჯილდოები წელს პირველად დააწესა და გამარჯვებულები გამოავლინა. 10 ნოემბერს მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის, Forbes-ის მეასე წლისთავისა და Forbes Georgia-ს მეასე გამოცემის აღსანიშნავი საზეიმო მიღება და დაჯილდოვება თბილისის  ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. “ალიანს ჯგუფი” Forbes Property-ს ჯილდოს მფლობელი პირველი და ერთადერთი სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა. “Forbes Property-ს ჯილდო ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს მიერ განვითარებული პროექტები, რომელთაც წამყვან მსოფლიო ბრენდებთან ერთად ვახორციელებთ, ცვლიან ცხოვრების სტილს საქართველოში,” ელგუჯა მხეიძე, “ალიანს თბილისის” დირექტორი Property Georgia-სთან საუბარში აღნიშნავს. ბოლო თორმეტი წლის მანძილზე მსოფლიოში არაერთხელ აღიარებული “ალიანს ჯგუფის” მიმდინარე პროექტები Alliance Highline-ი, თბილისში და Alliance Pallace-ი ბათუმში მხოლოდ წელს სამი საერთაშორისო დაჯილდოვების გამარჯვებულია: European Property Awards , International Arch of Europe და Home Overseas 2017.

Property Georgia

Alliance Highline-ი, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსია. სამკოშკიანი ცათამბჯენი მოიცავს 40-სართულიან საცხოვრებელ შენობას და ორ შედარებით დაბალსართულიან შერეული ტიპის ცათამბჯენს, სადაც Wyndham Garden-ის სასტუმრო და აპარტამენტები განთავსდება. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ქსელია. ის მსოფლიოს 67 ქვეყანაში 7200 სასტუმროთია წარმოდგენლი. Alliance Highline-ის პროექტში “ალიანს ჯგუფი” ჯამში $75 მილიონზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

Alliance Pallace-ი საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მდებარეობს, რომელსაც შავი ზღვისპირეთის დედაქალაქსაც უწოდებენ. ეს არის 41-სართულიანი, პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი. ცათამბჯენის პირველ ხუთ სართულზე განთავსდება სასტუმრო Courtyard by Marriott-ი, ხოლო ზედა სართულებს პრემიუმ კლასის აპარტამენტები დაიკავებს. Marriott International-ის ეს კლასიკური  ბრენდი სასტუმრო სექტორში წამყვანი  საერთაშორისო კომპანიაა, ის 6,000 სასტუმროს მართავს მსოფლიოს 120 ქვეყანაში. “ალიანს ჯგუფი” Alliance Palace-ის პროექტში $45 მილიონ ინვესტიციას ახორციელებს.  აპარტამენტების მშენებლობა  2018 წლის ივნისისთვის დასრულდება, სასტუმრო Courtyard by Marriott-ი კი ოფიციალურად 2019 წლის აპრილში გაიხსნება.

“ალიანს ჯგუფი” საქართველოში ავითარებს კიდევ ორ მიმდინარე პროექტს: მარიოტის ბრენდის მეორე სასტუმროს ბათუმში და Alliance Resort-ს გოდერძის უღელტეხილზე, ახალ ოთხსეზონიან სათხილამურო კურორტზე. კომპლექსში განთავსდება სასტუმრო Ramada Hotel-ი, რომელიც ზემოთხსენებული სასტუმროების ჯგუფის Wyndham Hotel Group-ის ბრენდია.

“ალიანს ჯგუფი” ოთხ მიმდინარე ინოვაციურ პროექტში მთლიანობაში $210 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. 2005 წლიდან დღემდე საერთაშორისოდ აღიარებულმა წამყვანმა ქართულმა სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ $200 მილიონიანი დოლარის ინვესტიცია დახარჯა  აჭარის რეგიონის პრემიუმ კლასის ინოვაციურ დეველოპერულ პროექტებში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: