ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა 10 წლისაა | Property Georgia

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა 10 წლისაა

ქეთი ტაბატაძე

ბრიტანულ-ქართულმა სავაჭრო პალატამ (BGCC)  10 წლის თავი აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება ლეონიძის ბიზნეს ცენტრში, პალატის რეგუსის ოფისში გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვიდა პალატის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორი ლორდ კრომველი. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წევრები, მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელი სტუმარი, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, შეხვედრებს გამართავს მთავრობის მაღალ ოფიციალურ პირებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ბრიტანელი პარლამენტარის თბილისში ჩამოსვლის თარიღი დაემთხვა საქართველო-ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლის თავს. “როდესაც 10 წლის წინ საქართველოში მოვემგზავრებოდი, მკითხეს ამერიკის შტატს ხომ არ ვგულისმობდი ან საქართველოს, რომელიც რუსეთში იყო. ამჟამინდელი ვიზიტისას კი ასეთი კითხვები არ დაუსვამთ, საქართველოს არსებობას დღეს უკვე ყველა იცნობს,” განაცხადა ლორდ კრომველმა.” მისი თქმით ქართული ბაზარი, რომელიც ბოლო წლებში საერთაშორისო ბიზნესებისთვის საერთაშორისო გახდა, მომავალში კიდევ უფრო ბევრ უცხოელს მოიზიდავს.

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატას პირველი ოფისი, რომელიც 2007 წელს  ლორდ კრომველის და მაკო აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიხსნა, ასევე რეგუსში იყო განთავსებული, მხოლოდ ლონდონში. დღეს კი პალატა მუშაობას უკვე თბილისის რეგუსში განაგრძობს. Property Georgia  ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის გამოწვევებზე და გეგმებზე მაკო აბაშიძეს ესაუბრა.

- 10 წელი შესრულდა რაც ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა დააფუძნეთ. როგორ დაიწყო პალატის ისტორია?

2007 წელს გადავწყიტეთ დაგვეფუძნებია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა. ბრიტანეთში, ისევე როგორც საქართველოში, ნებისმიერი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირება შესაძლებელია 15 წუთში. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს, აუცილებელია ორივე ქვეყნიდან გქონდეს ეკონომიკის სამინისტროების მხარდაჭერა. ლორდ კრომველი დაგვეხმარა ამ მხარდაჭერის მიღებაში ბრიტანეთის ეკონომიკის სამინისტროდან და გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო-საინვესტიციო ორგანიზაციიდან.

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა არ შემოიფარგლება მხოლოდ ორი ქვეყნით, ეს არის გლობალური ქსელის ნაწილი. ჩვენ ვართ ბრიტანული სავაჭრო პალატის, ლონდონის სავაჭრო პალატის და რეგიონალური სავაჭრო პალატის წევრებ; ასევე, ვართ წარმომადგენლები  საქართველოს სავაჭრო პალატის ბრიტანეთში. ეს ყველაფერი კი გვაძლევს წვდომას საერთასორისო კონტაქტების უნიკალურ ბაზაზე. რეგუსის თბილისის ოფისიდან კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას.

- თქვენი პირველი ოფისი ლონდონის რეგუსში იყო. რა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს თქვენთვის რეგუსის კონცეფცია?

როდესაც ქვეყანაში შემოდის ისეთი მაღალი დონის მსხვილი საერთაშორისო მოთამაშე, როგორიცაა რეგუსი, ეს არის განაცხადი, ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი ბაზარი ერთვბა გლობალურ ქსელში. რეგუსის წევრებს ეხსებათ გზა მსოფლიოში, მათ შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყანაში ქონდეთ ოფისები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ყველაფერი ონლაინ რეჟიმში მუშაობს. მაგალითისთვის, ბრიტანეთში ტრადიციული ოფისები ფაქტობრივად კარგავენ თავიანთ ფუნქციას. უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა bmi, სახლის ოფისების მიმართულებას ააქტიურებენ. პირადი მაგალითითაც , როგორც სამი შვილის დედა, ვადასტურებ, რომ ამ პრინციპით მუშაობა ბევრად ეფექტურია როგორც სამსახურისთვის, ასევე პირადი ცხოვრებისთვის. მე შემიძლია მშვიდად ვიმუშაო სახლიდან და ამავდროულად ოჯახის წევრებთან გავატარო დრო. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ მეკარგება დრო ტრანსპორტით გადაადგილებაში და თავიდან ვირიდებ საცობებს.

- ქართულ-ბრიტანული ფორუმში ყოველწლიურად ხართ ჩართულები. რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიება ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომში გასაღრმავებლად?

ფორუმი “უორდროპის დიალოგის” ეგიდით ტარდება და ის საქართველოში ბრიტანეთის პირველი სავაჭრო წარმომადგენლის ოლივერ უორდროპის სახელს უკავშირდება. შეხვედრები ორი ქვეყნის მაღალი ოფიციალურ პირებს შორის გაიმართება. ფორუმში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა ეკონომიკური კუთხით არის ჩართული. “უორდროპის დიალოგის” ფარგლებში განიხილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების გზები.

Property Georgia

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: