Colliers International Georgia და სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევას აქვეყნებენ | Property Georgia

Colliers International Georgia და სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევას აქვეყნებენ

Colliers International Georgia-მ ბაზრის მიმოხილვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით მოამზადა. კვლევა მოიცავს სასტუმროების, კომერციული, საოფისე, საცხოვრებელი, სასაწყობე უძრავი ქონების და, ასევე, გართობის სექტორის მიმოხილვას. 

2017 წლის უძრავი ქონების  ბაზრის კვლევის პრეზენტაცია 4 აპრილს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, 11.00 საათზე გაიმართება.  

კვლევამ, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ძირითადად 3 ქალაქი (თბილისი, ბათუმი,  ქუთაისი) მოიცვა, უძრავი ქონების სექტორში ბევრი საინტერესო ტენდენცია გამოავლინა. 

  • სასტუმროების ბაზარზე დადებითად იმოქმედა საქართველოში ტურისტების ზრდის ტრენდმა. 2017 წელს თბილისის სასტუმროების კატეგორიათა უმრავლესობისთვის გაიზარდა დატვირთულობის კოეფიციენტი. სასტუმროების ბაზარზე ყველაზე დიდი მიწოდებით კვლავ თბილისი და ბათუმი გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბრენდები არა მხოლოდ აღნიშნული ქალაქებით, არამედ ქუთაისით და საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტებითაც დაინტერესდნენ. მოსალოდნელია, რომ 2021 წლამდე საქართველოს სასტუმროების ბაზარს 6,700-ზე მეტი ნომერი შეემატება.
  • 2017 წელს თბილისში თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის მიწოდება 15%-ით გაიზარდა და 176,000 კვ.მ. შეადგინა. გაზრდილი მიწოდების 53% King David Business Center-ზე მოდის, რომელმაც A კლასის ბიზნეს ცენტრებს 12,000 კვ.მ. შემატა.

ახალმა მიწოდებამ გამოიწვია ბაზარზე ვაკუნტურობის ზრდა. A კლასის ოფისებში ფასები 4%-ით შემცირდა, ხოლო A- და B+ კლასებში ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა.

  • 2017 წელს კომერციული უძრავი ქონების სექტორში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების მიწოდება 10%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ჯამში 276,000 კვ.მ. შეადგინა. წლის მეორე ნახევარში გაიხსნა „გალერეა თბილისი“, სადაც წარმოდგენილია ისეთი ბრენდების მაღაზიები, როგორიცაა H&M, Calvin Klein Jeans, Karl Lagerfeld, Armani Exchange და Lacoste. მოთხოვნის ზრდა განაპირობა როგორც ბაზარზე უკვე არსებული ადგილობრივი ბრენდების გაფართოებამ, ასევე ახალი საერთაშორისო წარმომადგენლობების შემოსვლამ. რაც შეეხება კომერციულად აქტიურ ქუჩებს, შეინიშნება ფასების შემცირება პეკინის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე 5% და 10%-ით შესაბამისად, ხოლო რუსთაველზე 10%-იანი ზრდა ფიქსირდება. 
  • საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს მოიცავს. თბილისში რეკორდული რაოდენობის ტრანზაქცია დაფიქსირდა და დაახლოებით 28,000 ერთეული შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დასრულდა 200-მდე სამშენებლო პროექტი. წლის ბოლოს მდგომარეობით თბილისში 525 მიმდინარე დეველოპერული პროექტია, რომელიც ჯამში მოიცავს 33,000 ბინას. ახალაშენებულ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 663 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ძველში - 612 აშშ დოლარს უტოლდება. ახალაშენებულ ბინებზე ფასი 7%-ით, ხოლო ძველ პროეტებში 1%-ით შემცირდა. 

კვლევა ასევე მოიცავდა ინდუსტრიული და სასაწყობე ბაზრის კვლევასა და გართობის სექტორის მიმოხილვას. 

Colliers International Georgia-ს ექსპერტების გუნდი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაზე 2012 წლიდან მუშაობს.

უძრავი ქონების ბაზრის კვლევა 2017

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: