Colliers International Georgia-მ 7 მსხვილი საპრივატიზაციო პროექტის საინვესტიციო შეთავაზება მოამზადა | Property Georgia

Colliers International Georgia-მ 7 მსხვილი საპრივატიზაციო პროექტის საინვესტიციო შეთავაზება მოამზადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანიამ საქართველოში არსებული მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტებისთვის ბიზნეს გეგმები მოამზადა.

პროექტი მოიცავდა 7 საპრივატიზაციო ობიექტს, მათ შორის ახტალის გამაჯანსაღებელ, გოდერძის სამთო, ლიბანის სპა კურორტებს. ასევე, შერეული ტიპის დეველოპმენტს ქუთაისში და სხვა. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში Colliers International Georgia-ს ექსპერტების გუნდმა ობიექტების არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით განახორციელა ადგილზე ვიზიტები,  შეისწავლა ბაზარი და, ამის შემდეგ, შეიმუშავა აღნიშნული ობიექტების განვითარების კონცეფცია. ასევე, მომზადდა აღნიშნული ობიექტების ფინანსური პროგნოზი, რაზე დაყრდნობითაც მოხდა ქონების ამონაგების ანალიზი. პოტენციური ინვესტორებისთვის საპრივატიზაციო პროექტების  განვითარების კონცეფციით და ფინანსური გათვლებით შეთავაზება, გაცილებით მიმზიდველს ხდის საინვესტიციო თვალსაზრისით.  

Colliers International Georgia-ს  მსხვილი უძრავი ქონების პროექტებისთვის ბიზნეს გეგმების მომზადების პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია აქვს.  კომპანიამ 40-მდე მსგავსი ტიპის პროექტი განახორციელა.  

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: