Colliers International Georgia-მ უკრაინის უძრავი ქონების ფორუმზე წლის საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიის ტიტული მოიპოვა | Property Georgia

Colliers International Georgia-მ უკრაინის უძრავი ქონების ფორუმზე წლის საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიის ტიტული მოიპოვა

Colliers International Georgia-მ უკრაინის უძრავი ქონების ფორუმზე წლის საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიის ტიტული მოიპოვა

აღმოსავლეთ ვეროპის უძრავი ქონების ფორუმი და დაჯილდოება EEA Forum 23 ნოემბერს უკრაინაში, კიევში გაიმართა.  წელს ფორუმმა  რეგიონიდან 250 სტუმარს მოუყარა თავი, მათ შორის იყვნენ დეველოპერები, სფეროს სპეციალისტები, ინვესტორები და  საფინანსო ინსტიტუციების წარმომადგენლები.

EEA ფორუმის და დაჯილდოების მონაწილე ქვეყნებია: უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ყაზახეთი, მოლდოვეთი და საქართველო. წელს ნომინანტებს შორის იყო რამდენიმე ქართული კომპანიაც.  მათგან რამდენიმე Colliers International Georgia-ს მსგავსად საქართველოში ჯილდოებით დაბრუნდა.

Colliers Inernational Georgia ფორუმზე  საპატიო სტუმრის სტატუსით უკვე მესამე წელია სარგებლობს,  ასევე წარმოდგენილია ჟიურიშიც. წელს კომპანიამ დაჯილდოებაშიც გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება და წლის საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა.

Colliers International Georgia დეველოპმენტ ქონსალთინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს მიმართულებაა. ბოლო წლების მანძილზე კომპანიამ 30 ადგილობრივ და საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტში მიიღო მონაწილეობა,  რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობაც 1.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: