დეველოპერული კომპანია Red-Co-ს საშობაო საჩუქარი გუდაურს!

დეველოპერული კომპანია Red-Co-ს საშობაო საჩუქარი გუდაურს!

ახალი შენობები, გასართობი და დასასვენებელი ობიექტები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები - ყველაფერი, რაც სრულყოფილი დასვენებისთვისაა საჭირო წელს გუდაურში მისულ სტუმრებს ელოდებათ. კურორტის განვითარების ტემპი სწრაფია და სწაფად იზრდება ახალი ობიექტების რაოდენობაც. მნიშვნელოვანია, რომ მათი უმეტესობა მსოფლიო ბრენდებია. მათგან ყველაზე მეტად გამორჩეულია გუდაურში პირველი სამორინე “Casino Gudauri” და გლამურული მაღაზია "Besplendid” - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ბრენდის Bogner-ის ზამთრის სპორტული კოლექციით. სიახლეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ახალ რესტორანს “Meatloaf”-საც. ასევე აღსანიშნავია პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - Radisson Blu Gudauri, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

Property Georgia

ტანსაცმლის მაღაზია Besplendid

ცნობილი გერმანული ბრენდის Bogner Sport-ის ყველაზე მოდური, დახვეწილი და ექსკლუზიური სათხილამურო სამოსი უკვე გუდაურშია. მას წარმოგიდგენთ გლამურული მაღაზია “Besplendid”, რომელიც New Gudauri Suite-ში მდებარეობს.

Property Georgia

სამორინე Gudauri Casino

პირველი სამორინე გუდაურში - სათხილამურო კურორტზე სრიალის შემდეგ კიდევ ერთი გასართობი მათთვის, ვისაც დროის სასიამოვნოდ და განსხვავებულად გატარება სურს. დახვეწილი ინტერიერი, მაღალი კლასის სერვისი, მშვიდი ატმოსფერო და ამაღლებული განწყობა. აქ შეგიძლიათ გაერთოთ “ბლექ ჯეკით”, “ამერიკული რულეტით” და პოკერის სხვადასხვა სახეობის თამაშებით.

Property Georgia

რესტორანი”Meatloaf"

რესტორანი ”Meatloaf” 31 დეკემბერს გაიხსნა რედკოს New Gudauri Suite-ის შენობაში გონდოლას მოედანზე. ის გამოირჩევა თანამედროვე დიზიანით და ევროპული კერძების მრავალფეროვნებით - ცხელი და ცივი სასუსნავები, სალათები და წვნიანები, ცხელი კერძები, დესერტები და სასმელები - ყველაფერი რაც გუდაურში თქვენს დასვენებას სასიამოვნო კულინარიულ თავგადასავლად აქცევს.

აღნიშნული სიახლეები შექმნა დეველოპერულმა კომპანია ”Red-Co”- მ, რომელმაც გუდაურში მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და უკვე ააშენა ახალ გუდაურში პატარა დასახლება, რომელიც შვეიცარიას საოცრად ჰგავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები ახალ გუდაურში გაგრძელდება, რაც მოიზიდავს ტურისტების და გუდაურს 4 სეზონის კურორტად აქცევს.

Property Georgia

Radisson Blu Gudauri

Radisson Blu Gudauri- ს პროექტის ფარგლებში კომპანია 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. სასტუმროში განთავსდება 160 ნომერი, ასევე რამოდენიმე რესტორანი, სპა, ღია და დახურული საცურაო აუზი და ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც მაღალი კლასის სასტუმროს ფუნქციონირებისათვის არის აუცილებელი. Radisson Blu Gudauri-ს გახსნა 2019 წელსაა დაგეგმილი.

Property Georgia

ყველა სიახლის პარალელურად , დეველოპერული კომპანია Red-Co-ს საშობაო საჩუქარს უმზადებს გუდაურს! “ნინო ქათამაძე & ინსაითი”, “კახაბერი და ხანუმები”, თეატრალურის კვარტეტი შობის დღესასწაულს გუდაურში ღია ცის ქვეშ ქართველ და უცხოელ მსმენელთან ერთად შეხვდებიან. ახალ გუდაურში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დამსვენებლებისთვის გრანდიოზული უფასო კონცერტი გაიმართება.

ღონისძიების მასპინძელი კომპანიის ”Red-Co”-ს მიზანია, გუდაურში დანერგოს მასშტაბური გასართობი აქტივობების სერია, რომელიც დამსვენებელს დღისით სრიალის შემდეგ საშუალებას მისცემს, რომ გართობის ალტერნატივა ღამითაც ჰქონდეს.

დეველოპერული კომპანიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება თავად ”Red-Co”-ს ტერიტორიაზე გაიმართება. საშობაო კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და შუაღამემდე გასტანს.

Property Georgia

კომპანიის განმარტებით, წინასაშობაო ღონისძიება ერთგვარი პრეზენტაცია იქნება იმ 5 წლიანი შრომის შედეგებისა, რომელიც ”Red-Co”-მ გასწია და ახალი გუდაური მულტიფუნქციურ სივრცედ აქცია. ამჟამად კომპლექსში საცხოვრებლად იდეალური პირობებია შექმნილი.

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური, რომელიც ზღვის დონიდან 2 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ზონაა საქართველოში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

Recent: