“დირსის” ქალაქში ახალმოსახლეობაა | Property Georgia

“დირსის” ქალაქში ახალმოსახლეობაა

ქეთი ტაბატაძე

46 ჰექტარზე მშენებარე “დირსის” ქალაქში ურბანული კომფორტის მოყვარულთათვის ყველაფერია. რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის AS Group Investment-ის შვილობილ კომპანია AS Georgia-ს თბილისის ყველაზე დიდ საცხოვრებელ კომპლექის მშენებლობაში 2011 წლიდან დღემდე $200 მილიონამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. Property Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბესიკ ჯიქურაულს ესაუბრა.

Property Georgia

მასშტაბური პროექტები ყოველთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს კეთდება პირველად. რამდენად წარმატებულია ქალაქი ქალაქში კონცეფციით მშენებარე თქვენი კომპლექსი, რომელიც, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, უპრეცედენტოა ქართულ ბაზარზე? 

  •  “დირსი” საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მსხვილი პროექტია. მხოლოდ პირველი ეტაპის განვითარებაში $200 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო. ჩვენი გეგმა მოიცავს 41 ჰექტარზე განაშენიანებას, დღევანდელი მდგომარეობით კი ჯერ მხოლოდ 8 ჰექტარია ათვისებული. მშენებლობის დასრულებაში ვგულისხმობთ როგორც შენობების გადახურვას და თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებას. პირველი ეტაპის ფარგლებში საცხოვრებლად მზად არის 22 ბლოკი -11 კორპუსი. ამ ყველაფრისთვის ჩვენ მხოლოდ 2 წელი დაგვჭირდა. პროექტი, რა თქმა უნდა, წარმატებულია. ჩვენთან ახალმოსახლეობა დაწყებულია და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მობინადრე გვემატება. დასრულებული 2600 ბინიდან ნახევარი უკვე გაყიდულია. ამჟამად “დირსის” ქალაქში 1000-მდე ოჯახი ცხოვრობს. 

ვინ არიან “დირსის” მაცხოვრებლები?  

  • დირსის” კომპლექსის პირველი და მეორე ეტაპი ეკონომ კლასის მშენებლობებია და ჯამში დაახლოებით 5200 ბინას მოიცავს. ჩვენი მობინადრეები ძირითადად ქართველები არიან, თუმცა დიდი დაინტერესებაა უცხო ქვეყნების მოქალაქეებისგანაც, განსაკუთრებით, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ვფიქრობთ, შევქმნათ ურთიერთდაკავშირებული პროდუქტი ჩვენს დამფუძნებელ კომპანიასთან ერთად. ეს საშუალებას მოგვცემს თბილისიდან გავყიდოთ მათი ბინები ბაქოში და პირიქით - აზაერბაიჯანიდან გააქტიურდეს გაყიდვები საქართველოში. 

რა უპირატესობა აქვს “დირსის” ქალაქში ცხოვრებას? 

  • დიდი სივრცე, 5-კილომეტრიანი სასეირნო ბილიკი, 12-კილომეტრიანი წრიული სარბენი ბილიკი, ველობიკიკები მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც არ კვეთენ სამანქანო გზას, დაცული ტერიტორიები ბავშვებისთვის, სკვერები და ატრაქციონები, კაფეები და მაღაზიები -“დირსის” ქალაქში ყველაფერია ჩვენი მაცხოვრებლების კომფორტისთვის. ჩვენთან დაცულები ხართ, რომ კორპუსებს შორის ახალი კორპუსი არ აშენდება და მეზობელი შენობის აივნიდან არავინ შემოიხედება თქვენს ბინაში. აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე მთავარი კითხვა და მოთხოვნა არის არა პროექტის ღირებულება და აუცილებლად ცენტრში განვითარება, არამედ ის, თუ რამდენად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული მიმართულება, რა მასალებით გამოიყენება მშენებლობისას - ის, რაზეც განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები აკეთებენ აქცენტს უძრავი ქონების შეძენისას. “დირსის” ქალაქის ტერიტორიის 20%-ს ბოლო 15-20 წლის განმავლობაში თბილისში აშენებული ყველაზე დიდი პარკი დაიკავებს, რომელიც დაახლოებით 8 ჰექტარს მოიცავს. ეს არის ჩვენი ქალაქის “ფილტვები”.

რამ განაპირობა აზერბაჯანული AS Group Investment-ის თავდაპირველი გადაწყვეტილება განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და ქალაქი ქალაქში სწორედ ამ ტერიტორიაზე აეშენებინა?

  • საქართველოს საინვესტიციო კლიმატი, მათ შორის უძრავი ქონების სექტორი, ბოლო წლებში საინტერესო გახდა უცხოელი ინვესტორებისთვის. აზერბაიჯანული მხარე თბილისში რამდენიმე პროექტს განიხილავდა. საბოლოოდ შევჯერდით “ქალაქი ქალაქში” კონცეფციაზე, რაც, როგორც დღეს ვხედავთ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ტერიტორია, სადაც დღეს “დირსის” ქალაქი შენდება, თავისუფალი იყო. ასეთი დიდი სივრცე ქალაქის ცენტრთან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 5 კილომეტრში და 20 წუთის სავალზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რა თქმა უნდა, საინტერესოა ინვესტორისთვის. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ყველა დიდი ქალაქი ვითარდება აეროპორტის მიმართულებით.

მასშტაბურ მშენებლობასთან დაკავშირებით ხშირად ჩნდება კითხვა, რამდენად მყარი და უსაფრთხოა ის?

  • დირსის” ქალაქში ყველა კორპუსი აშენებულია კლდეზე. ჩვენ მთლიანად ამოვიღეთ გრუნტი, რომელიც არ იყო მყარი. კორპუსები გათვლილია 9-ბალიან მიწისძვრაზე. ბლოკები აშენებულია მონოლითური ბეტონით. ვიყენებთ საუკეთესო ინერტულ მასალას. აღსანიშნავია, რომ გვაქვს სამშენებლო მასალების საკუთარი წარმოება, რაშიც ჩვენმა აზერბაიჯანულმა ინვესტორმა $40 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 

ჩვენს ქალაქში უსაფრთხოება დაცულია ყველა მიმართულებით. “დირსის” კორპუსები აღჭურვილია ცენტრალიზებული სახანძრო სისტემით. გვაქვს წყლისა და ელექტროენერგიის სარეზერვო სისტემები. 

სიმყარესთან და უსაფრთხო გარემოსთან ერთად, “დირსელები” ენერგო დამზოგავ ქალაქში ცხოვრობენ. სწორედ როდესაც 2011 წელს ჩვენ “დირსის” ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ, ენერგო ეფექტურობაზე არავინ ფიქრობდა თბილისში, ჩვენს პროექტში კი ეს უკვე გათვალისწინებული იყო.  

პრემიუმ სეგმენტის მიმართულებით თუ აპირებთ დეველოპერული საქმიანობის დაწყებას?

  • დირსის” ქალაქის მშენებლობის მეორე და მესამე ფაზას სავარაუდოდ ერთდროულად დავიწყებთ. პირველი და მეორე ეტაპი 23-26-სართულიან კორპუსებს ითვალისწინებს, რაც ეკონომ-კლასის სეგმენტია. პირველი ორი  სარკისებური ეფექტის განვითარებებია, 210 ათას-210 ათას კვ.მეტრზე, რომელთაც შუაში 1500-მანქანიანი 3-სართულიანი პარკინგი ყოფს. აქვე მოიაზრება რამდენიმე შერეული ტიპის ცათამბჯენის აშენება. ვფიქრობთ, სასტუმროს და აპარტოტელის დამატებასაც, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. 

პრემიუმ სეგმენტისკენ განვითარება “დირსის ქალაქში” მესამე ეტაპიდან იწყება, რომელიც 12-სართულის ლიმიტის შენობებს მოიცავს და შედარებით მაღალშემოსავლიან ადამიანებზეა გათვლილი. 5 წლის შემდეგ ვაპირებთ პრემიუმ-კლასის მშენებლობის დაწყებას დამატებით ტერიტორიაზე, სადაც 3-4-სართულიან საცხოვრებელ სახლებს და ვილებს განვავითარებთ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: