EIB-ი დამატებით 250 მილიონ ევროს გამოყოფს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის | Property Georgia

EIB-ი დამატებით 250 მილიონ ევროს გამოყოფს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის

Property Georgia

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენელს სებასტიან ჰუსონ დე სამპინის, სტრატეგიული გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ლიზ ვაიდნერს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს, რომელიც „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი (II)“-ის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე  გამოყო. აღნიშნული დაფინანსების ხელშეკრულებების ფარგლებში,  დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, რიკოთის მონაკვეთზე ჩუმათელეთი-ხევის (მსოფლიო ბანკთან თანადაფინანსებით) და უბისა-შორაპანის სექციების მშენებლობა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ პროექტების განხორციელების შედეგად, შემცირდება მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, განვითარდება ტურიზმი და საერთაშორისო მიმოსვლა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ურთიერთანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის  მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედი გამოთქვა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: