ი.ჭავჭავაძის 22- “ლისი დეველოპმენტის” და “კოხტა მიტარბის” ახალი შოურუმი | Property Georgia

ი.ჭავჭავაძის 22- “ლისი დეველოპმენტის” და “კოხტა მიტარბის” ახალი შოურუმი

Property Georgia

ლისი დეველოპმენტის” და კურორტ “კოხტა მიტარბის” ახალი გაყიდვების ოფისი ი.ჭავჭავაძის 22-ში გაიხსნა. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ აპარტამენტების შიდა ინტერიერი და გამოყენებული მასალები. შოურუმში წარმოდგენილია როგორც კოხტა მიტარბის საცხოვრებელ კომპლექსში არსებული აპარტამენტის ასლი, ასევე „მწვანე ქალაქი ლისზე“-ს ბინის ინტერიერის დიზაინი. ოფისის ფასადი ვერტიკალურად არის გამწვანებული, რაც სრულად პასუხობს კომპანიების მთავარ 80/20 კონცეფციას. ტერიტორიის 80% გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების მოსაწყობად გამოიყენება და მხოლოდ 20%-სამშენებლოდ.

ლისი დეველოპმენტი” საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ახორციელებს. საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ქალაქი ლისზე“ კომპანიის უმსხვილესი პროექტია, რომელიც 2010 წლიდან მიმდინარეობს. 

კურორტი “კოხტა მიტარბი” საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების ოთხსეზონიანი კომპლექსია. ამ ეტაპზე კურორტზე დასრულებულია პირველი შენობა, რომელიც აერთანებს სასტუმროს და აპარტამენტებს. მიმდინარეობს აპარტამენტების ტექნიკით აღჭურვა და ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პარალელურად, ხორციელდება სხვა საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობა. მოგეხსნებათ მყიდველებს ბინები სრული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით (TURN KEY) ბარდებათ.  

სასტუმრო კომპლექსი და პირველი ფაზის აპარტამენტები ოპერირებასა და პირველი სტუმრების მიღებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: