ქართულ-ჰოლანდიური უძრავი ქონების სააგენტო REALTORS-ი საზეიმოდ გაიხსნა | Property Georgia

ქართულ-ჰოლანდიური უძრავი ქონების სააგენტო REALTORS-ი საზეიმოდ გაიხსნა

2017 წლის 21 სექტემბერს, ქართულ-ჰოლანდიური უძრავი ქონების სააგენტო REALTORS-ის საზეიმო გახსნის ცერემონია მოეწყო თბილისში, ფალიაშვილის 38 ნომერში.

სასიამოვნო მუსიკისა და კანაპეს თანხლებით, REALTORS-ის მმართველმა გუნდმა წარმოადგინა კომპანიის მთავარი ფასეულობები და მისწრაფებები. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ პროფესიონალებს და მიეღოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია და კვალიფიციური რჩევები უძრავი ქონების ფასების, ახალი ტრენდების და მომავლის ტენდენციების შესახებ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

სტუმრებს შეეძლოთ პირადად მიაწოდებინათ ინფორმაცია რეალტორებისთვის საკუთარი გასაყიდი ან გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ, ასევე ადგილზე მოეძიებინათ მათთვის საინტერესო და სასურველი უძრავი ქონება.

REALTORS წარმოადგენს ქართულ-ჰოლანდიური უძრავი ქონების სააგენტოს, რომელიც აერთიანებს ჰოლანდიური უძრავი ქონების ბაზრის უახლეს ტენდენციებს და ქართველი გუნდის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. 

REALTORS შექმნილია უძრავი ქონების ყიდვის, გაყიდვის, გაქირავების და დაქირავების გასამარტივებლად და ორიენტირებულია მომხმარებლების მაქსიმალურ კომფორტზე. კომპანიის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს უნიკალური პროგრამა და მომხმარებელზე მორგებული თანამედროვე საიტი, რომელიც შექმნილია ჰოლანდიაში Wazzup Software-ს მიერ. 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: