King David-ი მეორე წელია European Property Awards-ის გამარჯვებულია | Property Georgia

King David-ი მეორე წელია European Property Awards-ის გამარჯვებულია

ქეთი ტაბატაძე

King David-ი უკვე მეორედ აღნიშნავს საერთაშორისო წარმატებას. კომპლექსმა უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ კონკურსში European Property Awards, რომელიც International Property Awards-ის ფარგლებში ტარდება, უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო მრავალსართულიანი საცხოვრებელი პროექტი საქართველოში". პირველი ჯილდო King David-მა 2016 წელს მიიღო და საქართველოში საუკეთესო მრავალფუნქციურ კომპლექსად დასახელდა.

Property Georgia

თბილისი ახალი ორიენტირი King David-ი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ რეზიდენციებს, А კლასის ბიზნეს ცენტრს, სასტუმროს, 5 ვარსკვლავიან რესტორანს და სარეკრეაციო-გასართობ ზონას. 32 სართულიან კომპლექსში განთავსებულია სპა, ფიტნეს ცენტრი, აუზი, ღია ტერასა, ივენთ ჰოლი, ყველაფერი რაც 5 ვარსკვლავიან ცხოვრების წესს და სტანდარტებს პასუხობს. თანამედროვე დიზაინი, ფასადზე ბუნებრივად არეკლილი ქალაქის ხედი, თბილისის ძველ და ახალ ნაწილთან ჰარმონიული შერწყმა, თვალშისაცემი არქიტექტურის მქონე კლდეზე აღმართულ ორ კოშკს დედაქალაქის ერთ-ერთ უმშვენიერეს ღირშესანიშნაობად აქცევს. კომპლექსის მშენებლობაში ავსტრიული ჰოლდინგი Rezid Holding GmBH-ის $70 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს.

King David-ი მრავალფუნქციური კომპლექსი 27 ივნისს უკვე ექსპლუატაციაში შევიდა და დეკემბერში პირველ მაცხოვრებლებს ელის.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: