King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო | Property Georgia

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია  20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად.

აღსანიშნავია რომ King David მიღებულია ექსპლუატაციაში და ზამთარში უკვე პირველ მაცხოვრებლებს უმასპინძლებს.

King David - ეს არის პირველი მრავალფუნქციური კომპლექსი საქართველოში, რომელმაც  თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის პრეცედენტი შექმნა. ეს არის სასტუმროს  ტიპის კომპლექსი თბილისის საუკეთესო  პანორამული ხედებით და სრული მომსახურების სპექტრით, რომელიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს იმუშავონ, გაერთონ და განიტვირთონ შენობიდან გაუსვლელად.

პროექტი, რომელშიც საერთო ფართის თითქმის 40% ინფრასტრუქტურას ეთმობა,  32 და 19 სართულიან ორ კოშკს აერთიანებს. მაღალ კოშკში King David Residences საცხოვრებელი რეზიდენციები არის განთავსებული, დაბალ კოშკში კი პირველი А კლასის ბიზნეს ცენტრი საქართველოში - King David Business Center. King David-ში ყველაფერია, რაც 5 ვარსკვლავიანი ცხოვრების წესსა და სტანდარტებს პასუხობს.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: