ა კლასის ბიზნეს ცენტრმა King David-მა ოპერირება დაიწყო | Property Georgia

ა კლასის ბიზნეს ცენტრმა King David-მა ოპერირება დაიწყო

მრავალფუნქციური კომპლექსი King David ექსპლუატაციაში ოფიციალურად  ივლისის ბოლოს შევიდა. რაც შეეხება ბიზნეს ცენტრს, მისი კარი მოიჯარეებისთვის უკვე გაიღო. პირველები ა კლასის, საერთაშირისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრში კომპანიები PwC Georgia და Samsung Georgia განთავსდნენ.  სექტემბრის ბოლოს მათ კომპანია Colliers International Georgia შეუერთდება.

King David საქართველოში პირველი ა კლასის ბიზნეს ცენტრია, ის  ჯამში  12, 000კვ.მ-ს მოიცავს. ბიზნეს ცენტრი  საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს მოემსახურება. 19 სართულიან კომპლექსს გაჩნია საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადომი, 300 კვ.მ ლობი/რეცეფცია, 100 დელეგატზე გათვლილი საკონფერეციო დარბაზი, საქმიანი შეხვედრების ოთახები, საკუთარი კაფეტერია, ბარი ტერასაზე, 18 სასტუმროს ნომერი. ასევე მოგვიანებით  გაიხსნება სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი პანორამული ხედით.

ბიზნეს ცენტრის მოიჯარეები ისარგებლებენ ნესმიერი სახის საოფისე, საკურიერო, და ასევე საორგანიზაციო (ღონისძიების ორგანიზება, ქეითერინგი) მომსახურებით. დამქირავებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალური პირობებით სხვადასხვა სახის მომსახურებაზე, მათ შორის, კომპლექსში არსებული სასტუმროში განთავსების შემთხვევაშიც.

King David ბიზნეს ცენტრს ექსკლუზიურ საბროკერო მომსახურებას კომპანია Colliers International Georgia უწევს.

Colliers International Georgia უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიიაა, რომელიც სრულ მომსახურებას სთავაზობს ინვესტორებს, მოიჯარეებს, მესაკუთრეებსა და დეველოპერებს. მსოფლიოს მასშტაბით კომპანია 68 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და  15 000  პროფესიონალს აერთიანებს.

32 222 44 77

[email protected]

www.colliers.com/georgia

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: