მარჯანიშვილზე „რედ კაფე დაინინგის“ ახალი ფილიალი გაიხსნა! | Property Georgia

მარჯანიშვილზე „რედ კაფე დაინინგის“ ახალი ფილიალი გაიხსნა!

ორიგინალური კონცეფცია, მყუდრო და დახვეწილი გარემო, ჯანსაღი და განსხვავებული საკვები, უმაღლესი ხარისხის სერვისი - ეს ყველაფერი დახვდება მომხმარებელს „რედ კაფე დაინინგში“ მარჯანიშვილის ქუჩაზე.

„რედ კაფე დაინინგი“ მარჯანიშვილზე მრავალ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს: უცხო არომატი და გემო, გათანამედროვებული ტრადიციული ქართული კერძები, უგემრიელესი ადგილობრივი და ევროპული კერძების მიქსი, რომელიც ლონდონიდან „რედ კაფე დაინინგისთვის“ მოწვეულმა კონსულტანტმა, ჯარედ ბრაიანტმა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სპეციალურად ახალი რესტორნისთვის შეიმუშავა... და ყველაზე მთავარი − ბრიტანეთში საუკეთესოდ აღიარებული კაფე "კატალისტის" საფირმო (specialty) ყავა მისი დამზადების განსაკუთრებული პროცედურით! უნიკალურ მარცვლებში მოგროვილი არომატი ჩვენს რეცეპტორებამდე სრულყოფილად რომ მოვიდეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური აქვს გასავლელი. მოხალვა, დაფქვა და მოდუღება ციკლის ის ფაზებია, რომლებიც საფირმო (Specialty) ყავამ ჩვენამდე სრულყოფილად მოსასვლელად აუცილებლად სწორად და დროულად უნდა გაიაროს ჭიქაში მოხვედრამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. სწორედ ამ პროცედურების დაცვით მომზადებული ნამდვილი ყავის მარცვლების მიქსით - როანდა, ჰონდურასი, გვატემალა და ეთიოპიური ყავა გიმასპინძლებთ „რედ კაფე დაინინგი“.

 „რედ კაფე დაინინგში“ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტუმრის განწყობის შექმნას, საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო ნორმების დაცვას. რესტორანი აღჭურვილია იტალიური წარმოების უახლესი დანადგარებით. კერძები კი, მომზადებულია კულინარიული ტექნოლოგიის ყველა სტანდარტის დაცვით, გამოცდილი, მოწვეული შეფ-მზარეულის მიერ.

„რედ კაფე დაინინგის“ ქსელი დეველოპერული კომპანია „რედიქს ჯგუფის“ HoRECA ქსელში შემავალი კვების ობიექტია, რომელიც ამჟამად უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი თბილისში (ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, , თავისუფლების მოედანი, ლეონიძის ქ. #2 და მარჯანიშვილის ქ. #8).  
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: