RED-CO-ს “ახალ გუდაურში” ინვესტირებით საერთაშორისო გამოფენის მონაწილეები დაინტერესდნენ | Property Georgia

RED-CO-ს “ახალ გუდაურში” ინვესტირებით საერთაშორისო გამოფენის მონაწილეები დაინტერესდნენ

ქეთი ტაბატაძე

საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 28-30 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა, წარმატებული აღმოჩნდა Red-Co-სთვის. ქართველი დეველოპერის 5-ვარკვლავიან სამთო კურორტ “ახალი გუდაურის” პროექტში ინვესტირების სურვილი “აზერბაიჯანის უძრავი ქონების და საინვესტიციო ღონისძიების” (Recexpo) არაერთმა მონაწილემ გამოთქვა.  Property Georgia ესაუბრა მაია ბიჭიკაშვილს, Red-Co-ს მარკეტინგის ხელმძღვანელს.

ახალი გუდაური”, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელსაც Red-Co ავითარებს, მუდმივად უცხოელი ინვესტორების ყურადღების ცენტრშია. გასაკვირი არაა, რომ განსაკუთრებული ინტერესი სწორედ თქვენმა პროექტმა გამოიწვია აზერბაიჯანში გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, რა კონკრეტული ფაქტორები იწვევს ინვესტორების აღფრთოვანებას “ახალი გუდაური”?

ბაქოს უძრავი ქონების გამოფენა ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა, სადაც აზერბაიჯანული და საერთაშორისო კომპანიები თავიანთ დეველოპერულ პროექტებს წარადგენენ. მათ შორის გამორჩეული კი ნამდვილად იყო ჩვენი საკურორტო საინვესტიციო პროექტი “ახალი გუდაური”. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერესი მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებას განიხილავენ როგორც წარმატებულ ინვესტიციას. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფციაც ხომ ესაა, ყიდულობ უძრავ ქონებას აქირავებ და იღებ შემოსავალს. ეს არის გამზადებული ბიზნესი. უფრო მეტი კომფორტისთვის, გაქირავებაზეც კი შეგიძლიათ არ იზრინუთ და ეს საქმე ჩვენ მოგვანდოთ. გამომდინარე “ახალი გუდაურზე” ზრდადი მოთხოვნიდან, რაც პირდაპირ აისახება თქვენს შემოსავლებზე, ინვესტიციაზე უკუგებას საშუალოდ 5 წლის ვადაში მიიღებთ. კარგი ბიზნეს გარიგება კი ყველა ინვესტორს აღაფრთოვანებს და ასე მოხდა აზერბაიჯანშიც. ასევე, აღსანიშნავია, რომ ზოგადად ქვეყანა არის საინვესტიციოდ საინტერესო: მარტივია ბიზნესის კეთება, არის უსაფრთხო გარემო, უვიზო რეჟიმი 100-მდე ქვეყანასთან და რაც ყველაზე მთავარია-უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენის უფლება აქვთ, შესაბამისი პროცედურები კი უმოკლეს ვადებში სრულდება საჯარო რეესტრში.

რატომ უნდა შევიძინოთ უძრავი ქონება “ახალ გუდაურში” დღეს? ფინანსური მოდელის მიხედვით, რა უპირატესობა აქვს საწყის ეტაპზე გაკეთებულ ინვესტიციას?

ინვესტორები ყოველთვის ეძებენ ისეთ სიანვესტიციო პროექტებს, რომლებიც საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომია და რომელთა ღირებულებაც დინამიურად იზრდება. სწორედ ამიტომ არის საინტერესო მათთვის“ ახალი გუდაური”, სადაც უძრავი ქონების დღეს შეძენა მოგებიანი ბიზნესია. ბოლო 5 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გუდაურში ფასები უძრავ ქონებაზე 40-50%-ითაა გაზრდილი. კურორტის შემდგმომ განვითარებასთან ერთად, რაც მაღალი დონის საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას და მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდას გულისხმობს, ფასების მკვეთრი ზრდა გარდაუვალია. სწორედ ამიტომ, ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით საშუალო შემოსავლების მქონე პირებისთვის, ვინც ეძებს ფულის სარფიანი დაბანდების საშუალებას, “ახალ გუდაურში” ინვესტირება დროული არჩევანია, რადგან ძალიან მალე, როდესაც ახალი გუდაური 5-ვარსკვლავიან კურორტად იქცევა, უძრავი ქონების ღირბულება ასეთი ხელმისაწვდომი ვერ იქნება. დღევანდელი ფასი, გაურემონტებელი ფართის შემთხვევაში, ერთ კვადრატულ მეტრზე, რაც შარშანდელთან შედარებით, რა თქმა უნდა გაზრდილია, იწყება $900-დან. დასრულების ეტაპზე ეს ფასი  $1300-$1500 აღწევს, ხოლო კურორტზე ახალი პროექტების განვითარება და მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა საცხოვრებელი კოპლექსების ღირებულებას კიდევ უფრო მაღლა ასწევს.

რას გულისხმობს 5-ვარკვლავიანი საერთაშორისო კურორტის შემდგომი განვითარება?

ჩვენი კომპანიის მიზანია, რომ “ახალი გუდაური” მსოფლიო რუკაზე პოზიციონირედებოდეს, როგორც ევროპის ერთ-ერთი წარმატებული კურორტი. ჩვენ შემოგვყავს მსოფლიოში აღიარებული ბრენდები, როგორიცაა, მაგალითისთვის, Radisson Blu, ასევე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება Sheraton-თან. გარდა ამისა, სასიამოვნო სიახლე გვაქვს თხილამურების მოყვარულებისთვის, “ახალ გუდაურში” გაიხსნება სამთო-სათხილამური ტანსაცმლის და აქსესუარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი. პირველ ეტაპზე, ჩვენ ავაშენეთ ძირითადად საცხოვრებელი ფართები, რომლებიც დღეს უკვე კომერციულად გამოიყენება და სწორიცაა, რადგან ამის პირდაპირი გამართლებაა მზარდი ტურიზმი გუდაურში. შემდეგი ეტაპი კი მეტი და მეტი ცნობილი უცხოური ბრენდის მოზიდვაა, რაც კურორტს საერთაშორისოდ ღირებულს და აღიარებულს ხდის.   

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: