RED-CO-ს აპარტამენტები ახალ გუდაურში VS გასაქირავებელი ბინა თბილისში | Property Georgia

RED-CO-ს აპარტამენტები ახალ გუდაურში VS გასაქირავებელი ბინა თბილისში

ქეთი ტაბატაძე

რატომ არის RED-CO-ს აპარტამენტები საუკეთესო ინვესტიცია?

ამ კითხვაზე პასუხი კომპანიის მიერ განვითარებული ქონების მფლობელებს აქვთ. ადამიანები თავისუფალი ფულისთვის მუდმივად ეძებენ დაბანდების მომგებიან საშუალებას. RED-CO -ს აპარტ-ოტელში განხორციელებული ინვესტიცია მფლობელებს საშუალებას აძლევს მიიღონ წლიური პასიური შემოსავალი 20%-მდე, მაშინ, როდესაც კომერციული ბანკების სადეპოზიტო სარგებელი 5-7%-ს არ აღემატება. საბანკო დეპოზიტების გარდა, ინვესტირების ასევე ტრადიციული ხერხი დედაქალაქში ბინის შეძენაა გაქირავების მიზნით, რაც ასევე წამგებიანია RED-CO -ს აპარტამენტის შეძენა-გაქირავებიდან მიღებულ სარგებელთან შედარებით. მაგალითისთვის, თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბნებში უძრავი ქონების 1 კვ.მ საშუალო ფასია $1000, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაქირავებლად საჭირო მინიმალური 40კვ-ის ფართის საშუალო ფასი $40000 გამოდის. თვეში საშუალოდ $400-ად გაქირავების შემთხვევაში ინვესტიციაზე უკუგებას მფლობელი 10-12 წელიწადში მიიღებს.

რა ხდება თუ იმავე თანხის ინვესტირებას მოვახდენთ RED-CO-ს აპარტამენტში ახალ გუდაურში? ზამთრის სეზონზე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია საერთაშორისო მაღალი დონის სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, აპარტამენტის დღიური გაქირავების საშუალო ფასი $90- $110 აშშ დოლარს შორის მერყეობს, რაც დღეისათვის არსებული საშუალოდ 60-70%-იანი დატვირთულობის გაანგარიშებით ოთხ თვეში დაახლ 7500 აშშ დოლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად და ყოველწლიურად ტურისტების რიცხვის მატებასთან ერთად ახლა უკვე ზაფხულის პერიოდში შემოსავლების გაზრდის ძალიან რეალური პერსპექტივა ჩნდება. მაგალითად, წელს ზაფხულის განმავლობაში რედკოს დასასვენებელ კომპლექსში დატვირთულობის 30%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, საშუალო ფასი კი დღეში ნომერში $55-$60 აშშ დოლარით განისაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ მფლობელი ტურისტულად ყველაზე აქტიურ პერიოდებში გააქირავებს აპარტამენტს, ზამთრის სეზონის ოთხი თვის ( დეკემბერ, იანვარი, თებერვალი, მარტი) $7500-ს დაემატება შედარებით ნაკლებად აქტიური გაზაფხული-ზაფხულის  4 თვის (მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო)   დაახლოებით 2000-2500 დოლარი. შედეგად, საშუალო ჯამური წლიური შემოსავალი ზამთრის და ზაფხულის სეზონის დატვირთულობიდან გამომდინარე  $9000-10000  დოლარს მიაღწევს. კომუნალური და სხვადასხვა ხარჯების გამოკლებით, რაც შემოსავლის დაახლ 20-30% შეადგენს მარტივი დაანგარიშება ცხადყოფს, რომ $40000-იან ინვესტიციაზე უკუგებას მფლობელი საშუალოდ 5-6 წლის ვადაში მიიღებს, მაშინ როცა თბილისში ბინის ყიდვის და გაქირავების შემთხვევაში ამისთვის ორჯერ მეტი დრო დაჭირდებოდა.

RED-CO ქმნის და მართავს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც მოაქვს შემოსავალი არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სასტუმროს მომსახურების მქონე აპარტამენტების და სხვა კერძო საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტების მფლობელებისთვისაც. ახალი გუდაური აღარ არის მხოლოს სამთო-სათხილამურო კურორტი. RED-CO -ს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად იზრდება ტურისტების ნაკადი ზაფხულის განმავლობაშიც. გუდაურში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად 10-20%-ით იზრდება, რაც თავის მხრივ, ზრდის ფასს კურორტზე განვითარებულ უძრავ ქონებაზე. სასტუმროს მომსახურების მქონე აპარტამენტების ქსელი, რომელიც RED-CO-ს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია,  შემოსავლის მყარ გარანტიას წარმოადგენს. ამ საქმეში მფლობელების პარტნიორი RED-CO-ს შვილობილი კომპანია RED-CO Management Group-ია, რომელთან თანამშრომლობაც კარგად აწყობილ მენეჯმენტს და გაქირავებასთან დაკავშირებული ყოველგვარი თავის ტკივილისგან გათავისუფლების ფუფუნებას სთავაზობს აპარტამენტის მესაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ მფლობელს საკუთრებაში არსებული აპარტამენტის გაქირავება RED-CO Management Group-ისგან დამოუკიდებლადაც შეუძლია.

რას მოიცავს RED-CO-ს მიერ ახალი გუდაურის განვითარება?

New Gudauri Residences & Spa - ეს არის RED-CO-ს მართვის ქვეშ გაერთიანებული აპარტ-ოტელების ქსელი,სადაც მოქმედებს სასტუმროს ტიპის მომსახურეობა:  კონსიერჟი, დაჯავშნის სისტემა, 24-საათიანი დაცვა, დახურულ ავტოსადგომები, თხილამურების სათავსოები, ოთახების დალაგების სერვისი, კერძო საცხოვრებელი აპარტამენტების გაქირავების მომსახურეობა დაჯავშნის მოქნილი სისტემა (სურვილისამებრ).სტუმრების გართობისთვის და კომფორტული დასვენებისთვის, ახალ გუდაურში მოქმედებს რამოდენიმე რესტორანი, ბარი და კაფე, ფიტნეს დარბაზები და სპა ცენტრები, საბავშვო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი. ევროპული დონის ინტერიერისა და ექსტერიერის შესაქმნელად, RED-CO-ს ყველა პროექტი მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი არქიტექტორების, დიზაინერების დიდ გუნდთან, მსოფლიოში ცნობილი მაღალი კლასის სასტუმრო ქსელებისა და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განხორციელდა. ყველაფერ ამისთვის, კომპანია RED-CO ჯამში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: