რეგიონის უმსხვილესი ინვესტორი AS GROUP INVESTMENT საქართველოს უძრავი ქონების სექტორს პოზიტიურად აფასებს

რეგიონის უმსხვილესი ინვესტორი AS GROUP INVESTMENT საქართველოს უძრავი ქონების სექტორს პოზიტიურად აფასებს

Property Georgia

კომპანია "ას ჯორჯიამ" რომელიც რეგიონში უმსხვილესი დეველოპერული ჰოლდინგის "ას გრუპ ინვესტმენტის" შვილობილი კომპანიაა, 21-23 სექტემბერს, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უმასპინძლა.

„ას გრუპ ინვესტმენტის” ჰოლდინგის საქმიანობის  ძირითადი პროფილი კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარებაა. საინვესტიციო პორთფოლიოს გამრავალფეროვნების მიზნით, უმსხვილესმა აზერბაიჯანულმა ჰოლდინგმა 2016 წელს  Absheron აგროპარკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 12 ჰა-ზეა განთავსებული და შემდგომში მის 140 ჰა-მდე განვითარებას გეგმავს.

დღესდღეობით ჰოლდინგის პორთფოლიო მოიცავს ისეთ მასშტაბურ უძრავი ქონების პროექტებს, როგორებიცაა: პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსი ბაქოში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით Renessans Palace, მაღალი კლასის ვილების დასახლება ბაქოში Villa Sienna (4.6 ჰა-ზეა განთავსებული), “დირსი” თბილისში - ქალაქი ქალაქში , რომლის განვითარება 10-ჰა-დან 47 ჰა-მდე იგეგმება.

„ას გრუპ ინვესტმენტის” ჰოლდინგის საინვესტიციო გეგმების შესახებ ფროფერთი ჯორჯიას დამფუძნებელი ლიკა ქარდავა ჰოლდინგის დამფუძნებელ შაჰინ მოვსუმოვს ესაუბრა.

PROPERTY GEORGIA

Property Georgia

- თქვენ როგორც უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და რეგიონის წამყვანი დეველოპერული ჰოლდინგის "ას გრუპ ინვესტმენტის" დამფუძნებელი, რომელმაც ქართულ ბაზარზე 7 წლის განმავლობაში 200$ მლნ-მდე ინვესტიცია განახორციელა, როგორ აფასებთ უძრავი ქონების სექტორის საინვესტიციო პოტენციალს საქართველოში?

6-7 წლის წინ, როდესაც პირველად შემოვედით საქართველოში, საინვესტიციო კლიმატი ადგილობრივ ბაზარზე სწორედ მაშინ იქმნებოდა. დღეს მე ვხედავ დიდ პოტენციალს და მოხარული ვარ ჩვენი გადაწყვეტილებით. საწყის ეტაპზე ბევრს ეგონა, მათ შორის საქართველოში, რომ ჩვენი პროექტი ძალიან ამბიციური იყო, ძალზედ მასშტაბური და ჩვენ ვერ შევძლებდით მის რეალიაზაციას, გაყიდვების განხორციელებას. დღეს კი უკვე ბევრი კომპანია აშენებს მასშტაბურ კომპლექსებს. იმ დროისთვის, როდესაც საინვესტიციო პარამეტრების პროგნოზირებას ვაკეთებდით, ვაკვირდებოდით თუ რა მიმართულებით ვითარდებოდა ქვეყანა. მინდა აღვნიშნო, რომ პოტენციალი მართლაც დიდია და ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებისთვის ყველაფერი კეთდება. თუ კი ეს პოლიტიკა გაგრძელდა აუცილებლად გაიზრდება საინვესტიციო პოტენციალი უძრავი ქონების სფეროში.

ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს სტატისტიკას. აღსანიშნავია Airbnb-იზე საქართველოდან გაზრდილი აქტივობა, უძრავი ქონების გაქირავება წარმატებულ ბიზნესად იქცა. ქვეყანაში ყოველწლიურად შესამჩნევად იმატებს ტურისტული ნაკადი. მოგეხსენებათ, უძრავი ქონება არ არის მხოლოდ გაყიდვები, არამედ ასევე გაქირავება - გრძელვადიანი, მოკლევადიანი , სასტუმროები, აპარტოტელები. გამომდინარე იქიდან რომ თქვენს ქვეყანაში ყველა ეს მიმართულება წარმატებით ვითარდება, საქართველოს უძრავი ქონების სექტორს ძალზედ ოპტიმისტურად ვუყურებ.

PROPERTY GEORGIA

PROPERTY GEORGIA

PROPERTY GEORGIA

Property Georgia

- თუკი შევადარებთ საქართველოს და აზერბაიჯანის უძრავი ქონების სექტორებს, რომელი საუკეთესო რჩევების გაზიარება იქნება შესაძლებელი ამ ორი ქვეყნის მაგალითზე?

საქართველო და აზერაბაიჯანი პირველ რიგში განხსვავდება მოსახლეობის რაოდენობით და ეკონომიკით. ჩვენ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა ვართ, შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ  ჩვენთან მშენებლობის ბუმია. სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის  და ჩვენი ლიდერის ჰეიდარ ალიევის მიერ საუკუნის კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ (1994 წელი, SOCAR and the Western Oil Consortium) დაიწყო ბუმი უძრავი ქონების სექტორში. 

საქართველომ ბევრი სირთულეები გამოიარა, სამთავრობო თუ პოლიტიკური ცვლილებები, მაგრამ საბოლოოდ აირჩია ევროინტეგრაციის, თავისუფალი ეკონომნიკისა და ბიზნესის გზა. ამიტომაც ეს ორი განსხვავებული სახელმწიფოს მოდელია.

ბიზნესი ჩვენთანაც აქტიურად  ვითარდება, მშენებლობის მასშტაბი საქართველოსთან შედარებით დიდია, რადგან ჩვენ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა ვართ. სახელმწიფო ინვესტირებას აკეთებს უძრავ ქონებაში/მშენებლობაში, მუშაობს არაერთი სამთავრობო პროგრამა, რომელიც ემსახურება ძველი საცხოვრებელი შენობების ჩანაცვლებას ახლით. ამ მხრივ ქვეყანაში ბუმია.

საქართველოში სხვა ტენდენციაა, ისე როგორც ევროპულ ქვეყნებს ახასიათებთ - ეტაპობრივი განვითარება, ფასების ეტაპობრივი ზრდა. ჩემი აზრით ძალზედ სწორი განვითარება მიმდინარეობს. ბანკები/ფინანსური დაწესებულებები, იპოთეკის და კრედიტების სისტემა წარმატებით მუშობენ და ისინი მთავარი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ ამ სექტორისთვის. ამის გარეშე ვერ მოხდება უძრავი ქონების სექტორის განვითარდება. მოსახლეობა მეტს მუშაობს ბიზნესის სფეროში, ხელფასები იზრდება, ადამიანებს მეტის გადახდა შეუძლიათ ბანკებში, რაც ჩვენს ბიზნესსაც ანვითარებს. კარგად ვითარდება და ძალიან ჯანსაღი კონკურენციაა ბანკებს შორის, სასარგებლოა ლარიზაციის პროცესი, გრძელვადიანი, 25 წლამდე იპოთეკური სესხები.

საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას სწორედ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით აქვს დიდი პოტენციალი.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოში საშუალო და გრძელვადიან ჭრილში?

ჩვენი პროექტი “დირსი” არის მხოლოდ  ნაწილი დიდი მეგა-დეველოპმენტისა სახელწოდებით “ქალაქი ქალაქში”. ძალიან მალე, წლის ბოლომდე წარვადგენთ ახალ პროექტს, რომლის მასშტაბი 46 ჰა იქნება და  25-30 ათას მაცხოვრებელზე იქნება გათვლილი. დღეს “დირსი” მხოლოდ 10 ჰა-ს იკავებს. ეს პროექტი საინტერესო იქნება ექსპერტებისთვის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ახალგაზრდებისთვისაც. ჩვენ მზერა მუდამ წინ არის მიპყრობილი და ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალშიც.

5-6 წლის წინ “დირსი” მიაჩნდათ არარეალურ პროექტად და დღეს კი  ვიწყებთ 4-5 ჯერ უფრო დიდ პროექტს ვიდრე “დირსია”. მისი განხორციელება რამდენიმე ეტაპად იგეგმება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.5$ მილიარდს აჭარბებს.

PROPERTY GEORGIA

PROPERTY GEORGIA

PROPERTY GEORGIA

Property Georgia

Recent: