Regus-ი საქართველოში ახალ ოფისს ხსნის

Regus-ი საქართველოში ახალ ოფისს ხსნის

Property Georgia

ქეთი ტაბატაძე

ოფისების მომსახურების მსოფლიო ლიდერი Regus-ი საქართველოში ოპერირების პირველ წელს წარმატებულად აფასებს და ახალ ბიზნეს ცენტრს ხსნის. ტაბიძე 1-ის შემდეგ  Regus-ის ბიზნეს ცენტრი ვაჟა ფშაველაზე, BCV-ში განთავსდა. კომპანიის რეგიონალური მენეჯერი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე Property Georgia-სთან, Regus-ის ადგილობრივ ბაზარზე განვითარებაზე  საუბრობს.

Property Georgia

- საქართველოში შემოსვლიდან ერთი წლის თავზე Regus-ი თბილისში უკვე მეორე ბიზნეს ცენტრს ხსნის. როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარს?

- Regus-ის მოლოდინი სრულად გამართლდა. კომპანიის ქართულ ბაზარზე განვითარების დინამიკა შთამბეჭდავია. პირველივე წელს საქართველოს ოფისმა წინასწარი კვლევების პროგნოზებზე ბევრად მაღალი შედეგები აჩვენა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ Regus-ისთვის ადგილობრივი ბაზარი ახალია და გარემოც შესაბამისად სპეციფიურია. თუმცა, ქართული ბიზნეს საზოგადოება სიახლეებს კარგად იღებს, რაც ჩვენს მაგალითზეც აისახა.

- რაც შეეხება ლოკაციას, პირველი ოფისი “ტაბიძე 1“  ბიზნეს ცენტრში  გაქვთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საოფისე შენობაა თბილისში.  როგორი იქნება თქვენი ოფისი ვაჟა-ფშაველას ბიზნეს ცენტრში (BCV-ი)?

- რეგუსის სტანდარტია აარჩიოს საუკეთესო მდებარეობა ქალაქში.  ჩვენი ოფისები მაქსიმალურად მორგებულია საქმიან ადამიანზე და ეს იგრძნობა ყველა დეტალში. შენობა, სადაც Regus-ია წარმოდგენილი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ დასავლურ სტანდარტებს. უსაფრთხოება, ტექნიკური მახასიათებლები, მდებარეობა და სხვა.

ბიზნესის კომფორტულად წარმოების ყველა ამ პირობას ჩვენ ვუმატებთ საუკეთესო მომსახურებას, პროფესიონალებისგან შემდგარ ადმინისტრაციულ გუნდს და უნიკალური გლობალური ქსელის გამოყენების შესაძლებლობას. ვაჟა-ფშაველას ცენტრიც სწორედ ამ ქსელის გაფართოვების მაგალითია და კიდევ ერთი ლოკაცია თბილისში.

Property Georgia

- როგორია Regus-ის საფასო პოლიტიკა საქართველოში და განსხვავდება თუ არა ქირის საფასური “ტაბიძე 1” და BCV-ის შემთხვევაში?

- Regus-ი შექმნილია ყველასთვის. საქმიანი ადამიანები, რომლებისთვისაც პრესტიჯულობას აქვს მნიშვნელობა ირჩევენ შედარებით ძვირადღირებულ ცენტრებს, ქალაქის შუაგულში, საუკეთესო ბრენდულ სასტუმროებსა, კაფეებისა და რესტორნებთან ახლოს. ესეთი თავისუფლების მოედანია თბილისში და ჩვენი პირველი ცენტრიც აქ გაიხსნა.

საბურთალო ბიზნესისთვის საუკეთესო ლოკაციაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ ცხოვრობს და სახლთან ახლოს ოფისი ყველასთვის მოსახერხებელია. ამასთანავე საბურთალოზე ფასები ბევრად დაბალია, თუმცა სტანდარტი ერთი  გვაქვს ყველა ცენტრში მსოფლიოს მასშტაბით.

თამამად შემიძლია ვთქვა რომ ვაჟაზე ფასები განახევრებულია და რეგუსი უკვე აღარ პოზიციონირებს როგორც ძვირადღირებული ბიზნეს ცენტრი. ასევე გავითვალისწინეთ მომხმარებელთა მოთხოვნა და მოვაწყვეთ ბევრად დიდი ბიზნეს ლაუნჯი, საერთო სამუშაო სივრცე (ქოვორქინგი). 

Property Georgia

- საოფისე სივრცე, ვირტუალური ოფისი, საერთო სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს სამყარო, ბიზნეს ლაუნჯი, დახმარება ორგანიზაციული ხარვეზებისას - საქართველოში უფრო რა ტიპის პროდუქტებზეა მოთხოვნა?

- შეიძლება ითქვას, ყველა პროდუქტი თანაბრად მოთხოვნადია და ამიტომ რომელიმე ერთის გამოყოფა გამიჭირდება. თუმცა, მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება  შეხვედრების ოთახებზე. საკონფერენციო ოთახი იჯავშნება მარტივად, აპლიკაცის მეშვეობით და რაც მთავარია საათობრივადაც ხელმისაწვდომია. კარგი მდებარეობა, პროფესიონალური მომსახურება, მისაღები ფასი განაპირობებს Regus-ის პროდუქტების პოპულარობას.

- ინდივიდუალური პირების მხრიდან რამდენად არის მოთხოვნა?

- ჩვენ ვცდილობთ მივიზიდოთ და შევუქმნათ კომფორტული გარემო ფრილანსერებს, ცალკეულ პროექტებზე მომუშავე გუნდებს, კონსულტანტებს, ყველას, ვისთვისაც სამუშაო გარემო პროდუქტიულობის განმსაზღვრელია. ოფისი სახლთან ახლოს, მყუდრო და ლამაზი ინტერიერი, გემრიელი ყავა, მზრუნველი მომსახურე პერსონალი, მობილური ადამიანებისთვის მთავარი ბენეფიტია. განსაკუთრებით მიმზიდველია ფასი - თვეში 230 ლარი და წვდომა Regus-ის 3000-ივე ბიზნეს ცენტრზე. ეს მართლაც, რომ საუკეთესო შეთავაზებაა. Regus-ი შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს იმუშაონ ისეთი ბიზნეს ცენტრებიდან როგორებიცაა: LONDON MONUMENT-ი ლონდონში, PARK AVENUE ნიუ იორკში DOWN TOWN-ი დუბაიში და სხვა. 

Property Georgia

- Regus-ის მოიჯარეებს შორის უფრო მეტი საერთაშორისო კომპანიაა თუ ადგილობრივი?

- საერთაშორისო კომპანიები დომინირებენ ჩვენს მოიჯარეებში, რადგან ისინი იცნობენ Regus-ს და ენდობიან ბრენდს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, უცხოური კომპანიები, რომლებიც წარმომადგენლობას ხსნიან ახალ ქვეყანაში. Regus-ი მათ საოფისე მომსახურებას უწევს, ეს ერთგვარი აუთსორსირებული ოფისია, რომელიც ყველგან სთავაზობს მომხმარებელს საჭირო მომსახურებას. კორპორატიული კლიენტები Regus-ს თავიანთ საელჩოსაც კი უწოდებენ. მათ იციან, რომ ქვეყანაში, სადაც  Regus-ი ხვდებათ, საქმის კეთება მარტივი და ეფექტურია. საქართველოში ჩვენი კლიენტები ისეთი ცნობილი ბრენდები არიან როგორიცაა: H&M, Mastercard, Chronograph, ICC, Women for Tomorrow,  Baker Hughes, DAC service solutions, Fircroft, და სხვ.

- თბილისში სხვა ლოკაციებზე ან საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში თუ იგეგმება უახლოეს წლებში Regus-ის ოფისების გაფართოება?

ჩვენ გვჭირდება უნიკალური ქსელი, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს იმუშას ყველგან, სადაც დასჭირდება. თუ ერთ რომელიმე ცენტრში გაქვთ ოფისი ან ხართ წევრი, შეგიძლიათ 3000-ივე ოფისი გამოიყენოთ. თბილისი, მსოფლიოში ბევრ სხვა ქალაქთან შედარებით, სადაც Regus-ია წარმოდგენილი, პატარა ქალაქია. თუმცა, გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო, აქ  დღის განმავლობაში შეხვედრებზე სიარული მოუხერხებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვხსნით ოფისებს თქვენს სახლთან, თქვენს ბიზნესთან ახლოს, რომ კომფორტულად იმუშაოთ, დაგეგმოთ შეხვედრა და დრო არ დაკარგოთ გადაადგილებაში. Regus-ის ბევრი ახალი ფილიალი გაიხსნება ახლო მომავალში. რეგიონებიდან განვიხილავთ ბათუმს, ქუთაისს, ფოთს და რუსთავს.

Property Georgia

Recent: