როგორ კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაში | Property Georgia

როგორ კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაში

Property Georgia რომა ბედოშვილს, Colliers International Georgia-ს სამშენებლო პროექტების მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ესაუბრა.  

- ახალი მშენებლობები ინტენსიურ რეჟიმში ემატება თბილისს და ბათუმს. გამომდინარე მასშტაბებიდან, ახერხებს თუ არა სამშენებლო-დეველოპერული სექტორი დაიცვას უსაფრთხოების ნორმები?

საქართველოში მშენებლობების ინტენსიურობის მატება პირდაპირ  დაკავშირებულია იმ არეალის გაფართოებასთან, რომელშიც დასაქმებული უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი უსაფრთხო გარემოთი. სამშენებლო-დეველოპელურ სექტორში არსებული კომპანიების ნაწილი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნების უზრუნველყოფას ცდილობს მაქსიმელურად ნაკლები დანახარჯებით, რაც სასურველ შედეგს არ გვაძლევს. ამასთანვე, აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არიან კომპანიები, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების განხორციელების მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფენ.

- როგორია ფაქტიური მდგომარეობა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით რეგულაციების კუთხით?

ძირითადი მარეგულირებელი ორგანო (სახელმწიფო) ეტაპობრივად ანახლებს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშურებულ საკანონმდებლო ბაზას. ამ ეტაპზე საერთაშორისო მოთხოვნებთან დასაახლოვებლად მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.

- დღეს ვინ ახორციელებს უსაფრთხოების ნორმების აღსრულების კონტროლს? საჭიროა თუ არა სახელმწიფოს ჩარევა ამ მიმართულებით?

უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობას თბილისში ახორციელებს მერიის ზედამხედველობის სამსახური და ასევე ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი ზედამხედველობის დეპარტამენტი. სახელმწიფოს, როგორც კანონმდებლის და ასევე როგორც მაკონტროლებლის,  ეფექტური ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

- ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით საქართველოსთვის სამშენებლო პროდუქციის დირექტივის შესრულება სავალდებულოა. აღნიშნული მოთხოვნა 2024 წლისთვის სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. დირექტივა მშენებლობის უსაფრთხოებას ეხება. რა გაკეთდა დღემდე ამ მიმართულებით და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმევა ამ კუთხით უახლოეს მომავალში?

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო (პარლამენტი) მუშაობს ახალ შრომის კოდექსზე, რომელიც 2024 წლამდე უნდა იქნას დამტკიცებული.

- რამდენად არის მზად ადგილობრივი სამშენებლო-დეველოპერული ბაზარი ახალი რეგულაციების მისაღებად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მათ სამუშაო პროცესს გაუძვირებთ და შესაძლოა, გაურთულებთ კიდეც?

ახალი რეგულაცია, თავისთავად, გაუმჯობესებულ მდგომარეობას გულისხმობს, სადაც, ფაქტობრივად, დაზარალებული არავინ არ იქნება. მომავალში არამარტო ფინანსური, არამედ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციელისტების მიერ წარმართული საქმიანობა მოგვცემს საგრძნობ შედეგს სამშენებლო სფეროში, რაც მნიშვნელოვანია განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

- Colliers International Georgia-ს, როგორც უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საკონსულტაციო კომპანიას, რა გამოცდილების და რეკომენდაციების გაზიარება შეუძლია მშენებლებისა, და ზოგადად, დეველოპერებისთვის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების კუთხით?

ჩვენი კომპანიისთვის სამშენებლო პროექტების მართვა და ზედამხედველობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც თავისთავად მოიცავს მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლს. პირველ რიგში, არსებობს კანონი, რომელიც მშენებელს სამშენებლო და ასევე უსაფრთხოების ნორმების დაცვას ავალდებულებს. ამასთან, აღსანიშნავია საერთაშირისო პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

Colliers International Georgia პარტნიორებს მშენებლობასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან სერვისებს რეგულარულად სთავაზობს. მათ შორის არის: სამშენებლო პროექტების მართვა, ზედამხედველობა, დამასრულებელი ან შუალედური ანგარიშების, კვლევებისა და სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. ამ მიმართულებით კომპანიამ ბოლო წლებში 600 000 000-მდე ლარის ღირებულების, 300 000 კვ.მ.-მდე ჯამური მოცულობის, 10 მსხვილი სამშენებლო პროექტის მართვა და ზედამხედველობა განახორციელა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: