საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ჭკვიანი შენობა - სწრაფვა საინჟინრო და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ“ თბილისში ჩატარდება | Property Georgia

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ჭკვიანი შენობა - სწრაფვა საინჟინრო და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ“ თბილისში ჩატარდება

მიმდინარე წლის 22 და 23 ნოემბერს, ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრი (www.c4ibs.com) თბილისში ატარებს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმსჭკვიანი შენობა - სწრაფვა საინჟინრო და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ“.

ღონისძიების მთავარი პარტნიორია ფროფერთი ჯორჯია - უძრავი ქონების #1 გზამკვლევი პორტალი საქართველოში ( www.propertygeorgia.ge), პარტნიორი - კანადური ორგანიზაცია “Continental Automated Buildings Association“ (www.caba.org), რომლის 380-მდე წევრი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური და სამშენებლო კომპანია ქმნისჭკვიანი შენობისავტომატიზაციის თანამედროვე სისტემებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები ძირითადად მიეძღვნება ინოვატორული, ტექნოლოგიური მიღწევების და ბიზნეს სტრატეგიების განხილვას, რომლებიც თანამედროვე, ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად მდგარდი შენობების შექმნას და მათი მობინადრეებისთვის, მინიმალური კომუნალური და ოპერაციული დანახარჯებით,  მაქსიმალურად კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფენ.

ფორუმი განკუთვნილია სამშენებლო კომპანიებისთვის, დეველოპერებისთვის, არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისთვის, ტექნოლოგიური ფირმების, ბანკების და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებისთვის. მასში მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოელი სპეციალისტები ევროპის  და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან.

ფორუმი გაიმართება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 780 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში). ფასში შედის ყავის შესვენებების და ლანჩის ხარჯები ორი დღის განმავლობაში, ასევე “Wine Reception” პირველი დღის ბოლოს.

საყურადღებო:  ფროფერთი ჯორჯიას პარტნიორები ისარგებლებენ 35%-იანი ფასდაკლებით.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. დაინტერესებულმა პირებმა პროგრამის დეტალებისთვის და რეგისტრაციის პირობებისთვის მიმართეთ ინოვაციური ბიზნესს გადაწყვეტილებების ცენტრს იმეილზე: [email protected]

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: