სასტუმრო “კაბადონი” World Luxury Hotel Award-ის გამარჯვებულია | Property Georgia

სასტუმრო “კაბადონი” World Luxury Hotel Award-ის გამარჯვებულია

Property Georgia

ბუტიკ სასტუმრო “კაბადონი” მსოფლიო მასშტაბის World Luxury Hotel Award-ის 2017 წლის დაჯილდოვების გამარჯვებული გახდა ორ ნომინაციაში: Luxury Design Hotel და Luxury Scenic View Hotel.

“ჩვენთვის ეს ჯილდო არის დასტური იმისა, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ  მომსახურების მაღალ სტანდარტებს, ასევე სტიმული, რომ კიდევ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი პროდუქტები და მომსახურება,” ლაშა პაპაშვილი,  უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის  კომპანია “რედიქსის” გენერალური დირექტორი აცხადებს Property Georgia-სთან საუბარში.

World Luxury Hotel Award-ში, რომელიც ყოველწლიური დაჯილდოვებაა, სასტუმრო “კაბადონი” მონაწილეობდა, როგორც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდის Preferred Hotels and Resorts-ის წევრი. პაპაშვილის თქმით, „კაბადონი“ პირველი სასტუმროა საქართველოში, რომელიც გაწევრიანებულია ამ ჯგუფში. იგი აერთიანებს 650-მდე დამოუკიდებელ ფეშენებელურ სასტუმროსა და კურორტს მსოფლიოს 85-მდე ქვეყანაში. “ამ ქსელში გაწევრიანებული სასტუმროები და კურორტები უნიკალურობით და ექსკლუზიურობით გამოირჩევა. მისი წევრობა ბუტიკ-სასტუმროს სამაგალითო სტანდარტს განსაზღვრავს და  ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამასთანავე დიდი პატივია,” აღნიშნავს “რედიქსის” გენერალური დირექტორი.

World Luxury Hotel Award-ის 2017 წლის დაჯილდოვებაში გამაჯვება დამოკიდებული იყო  ხმის მიცემაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სასტუმროს სტუმრები, ასევე დამოუკიდებელი ჯავშნების სისტემებზე, რევიუებზე და სპეციალურად შერჩეურ ჟიურიზე, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო ექსპერტებით.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: