თბილისის საოფისე ბაზარი მოიჯარესთვის საინტერესო ხდება | Property Georgia

თბილისის საოფისე ბაზარი მოიჯარესთვის საინტერესო ხდება

Property Georgia

თბილისი მოიჯარესთვის საინტერესო ქალაქის ტენდენციებით ვითარდება. King David-ის ბიზნეს ცენტრმა დედაქალაქის საოფისე ბაზარი საიჯარო მიმართულებით კიდევ უფრო მომხიბლავი გახადა, Axis Towers-ი კი სექტორში კონკურენციას კვლავ გაზრდის. რაც დამატებით დადებით ზეგავლენას მოახდენს ხარისხზე და ფასებზე. ბაზრის კვლევაში, რომელიც უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers International Georgia-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით მოამზადა, ასევე ნათქვამია, რომ ბაზარზე მიწოდების ზრდა აისახა ფასების კლებაში და ეს ტენდენცია გაგრძელდება.

2017 წელს თბილისში გაიხსნა King David-ის ბიზნეს ცენტრი, რამაც ქალაქის A კლასის პორტფოლიოს 12 000 კვ.მ შესძინა (32% ზრდა). Axis Towers, კიდევ ერთი მსხვილი ბიზნეს ცენტი, რომლის გახსნაც 2018 წელსაა დაგეგმილი, დამატებით 15 000 კვ.მ-ს შემატებს თბილისის A კლასის ბაზარს. მიუხედავად იმისა, რომ King David-ი და Axis Towers-ი ჯამში 72%-იან ზრდას განაპირობებენ დედაქალაქში A კლასის საოფისე ფართების მიმართულებით, თბილისი ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მაინც ჩამორჩება. საერთაშორისო კომპანიების წილი, როგორც რაოდენობრივად, ასევე ნაქირავები ფართების გათვალისწინებით, ყველაზე დიდი A კლასის ბიზნეს ცენტრებშია. ამ უმაღლესი კლასის ბიზნეს ცენტრებში 70% უცხოელი მოიჯარეები არიან, ისინი თბილისის მთლიანი საიჯარო ფართის 78%-ს იკავებენ A კლასის ოფისებში. ამჟამად, ბიზნეს ცენტრების მიმართულებით, 35 000 კვ.მ-ია განვითარების ეტაპზე, რაც სამომავლოდ გაზრდილ კონკურენციას და მოიჯარესათვის გაუმჯობესებულ პირობებს ნიშნავს.

თბილისს საოფისე ფართების გაქირავებაში 94% უჭირავს, რადგან რეგიონებში ეს მიმართულება განვითარების დაბალ დონეზეა. დედაქალაქის გარეთ ძირითადად  დაბალი ხარისხის კომერციული ფართები და საცხოვრებელი ერთეულებია. ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ დიდი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. კვლევის თანახმად, თანამედროვე ბიზნეს ცენტრები არც ბათუმსა და ქუთაისშია, რომლებიც საქართველოს უდიდესი ქალაქებია.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: