თბილისში ბინების ტრანზაქციების მოცულობა 41%-ით გაიზარდა

თბილისში ბინების ტრანზაქციების მოცულობა 41%-ით გაიზარდა

უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის მონაცემებით, თბილისში 2018 წლის პირველ კვარტალში 7,655 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება. 2018 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინების წილი ჯამურ ტრანზაქციებში 60%-მდე გაიზარდა.

პირველ კვარტალში ტრანზაქციების ჯამური ღირებულება 41%-ით გაიზარდა და 324.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების ჯამური მოცულობის მიხედვით ტოპ სამ უბანს საბურთალო, ვაკე და დიდი დიღომი წარმოადგენს. დიდ დიღომში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების მოცულობა 108%-ით გაიზარდა. 

Colliers International Georgia-ს მიმოხილვაზე დაყრდნობით, 2018 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების ფასები. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 3%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ერთი კვადრატული მეტრის ფასი 681 აშშ დოლარს, ხოლო, ძველი ბინების ფასი 615 აშშ დოლარს შეადგენს.

იხილეთ მიმოხილვა ბმულზე.

Recent: