უძრავი ქონების გამოფენა - Cityscape Global 2018 | Property Georgia

უძრავი ქონების გამოფენა - Cityscape Global 2018

2018 წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსაწარმოე საქართველოშიმხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ უძრავი ქონების გამოფენაში - Cityscape Global Dubai.

გამოფენის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულზე.

საერთაშორისო ღონისძიება დუბაიში გაიმართება და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ ინვესტორებთან.

აღნიშნულ ექსპოზე საქართველო წარმოდგენილი იქნება სტენდით, სადაც სააგენტოსთან ერთად უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები.

აღნიშნული ღონისძიებისთვის პროექტები შეირჩევა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ინფორმაცია უნდა იყოს ინგლისურ ენაზე
  • პროექტის საინვესტიციო მოცულობა უნდა აღემატებოდეს 5 მლნ ლარს
  • წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების წინარე კვლევა
  • წარმოდგენილი უნდა იქნეს განსავითარებელი ლოკაციის და პროექტის მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალა (მათ შორის აუცილებელია ბროშურები და სხვა მსგავსი საპრომოციო მასალები და სასურველია მაკეტები)

გთხოვთ, არაუგვიანეს 7 სექტემბრისა მოგვაწოდოთ საინვესტიციო პროექტი/შეთავაზება რომელიც აქვს თქვენს კომპანიას 
ღონისძიებაში მონაწილეობის დასადასტურებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვამრთეთ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected], მობ:  577 502 444

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: