“ლისი დეველოპმენტმა” European Property Awards-ის ორ კატეგორიაში გაიმარჯვა.

“ლისი დეველოპმენტმა” European Property Awards-ის ორ კატეგორიაში გაიმარჯვა.

ქეთი ტაბატაძე

უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოებაზე European Property Awards 2017, ქართული კომპანია “ლისი დეველოპმენტი”, საუკეთესო დეველოპერად ორ კატეგორიაში  - „Mixed-use Development” და „Residential Development” დასახელდა.

კონკურსზე კომპანია ორი პროექტით იყოს წარმოდგენილი  -   „მწვანე ქალაქი ლისზე“ და „ლისი გრინ თაუერი“.

“მწვანე ქალაქი ლისზე” თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც საქართველოში სრულიად ახალ, ეკოლოგიურ და ჯანსაღი ცხოვრების სტილის ამკვიდრებს. პროექტი გამოირჩევა 80/20 კონცეფციით, რომელიც გულიხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ, დანარჩენი 80% - კი გამწვანებას და რეკრეაციული ზონების მოწყობას ეთმობა. მწვანე ქალაქში უკვე მოწყობილია 4 პარკი, ჯამში 7 პარკი გაშენდება.

Property Georgia

ლისი გრინ თაუერი კი ახალი 11 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია, ვერტიკალური გამწვანებითა და სარწყავი სისტემით. ცნობილი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UN Studio-ს მიერ შემუშავებული პროექტი 2018 წელს დასრულდება და შენობა მწვანე ქალაქის ახალ არქიტექტურულ ცენტრად იქცევა.

26 ოქტომბერს ლონდონში, სასტუმრო „Royal Lancaster Hotel London“ -ში გამართულ დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალზე კომპანიებს ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში გადაეცათ:  უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. European Property Awards-ი, რომელოც  International Property Awards-ის ნაწილია, მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, აფრიკასა და არაბეთს, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს. ღონისძიებაზე აჯილდოვებენ დარგის საუკეთესო პროექტებსა და პროფესიონალებს.

აღსანიშნავია, რომ ,,ლისი დეველოპმენტი’’ უკვე მე-7 წელია ხდება International Property Awards - ის გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციებში.

ლისი დეველოპმენტი საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება. კომპანია “მწვანე ქალაქს ლისზე” 2011 წლიდან აშენებს და დღემდე პროექტში $100 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. 

Recent: