ჩვენს შესახებ

 

Property Georgia

ლიკა ქარდავა უძრავი ქონების #1 გზამკვლევი პორტალის დამფუძნებელია. აღნიშნული პლატფორმა აშუქებს უძრავი ქონების სფეროს წარმყვან კომპანიებსა და პროექტებს, სექტორის ტენდენტციებსა და კვლევებს. 15 წელზე მეტი პროფესიული კარიერის მანძილზე ლიკა უძრავი ქონების ინვესტიციების, განვითარების, მარკეტინგის, საოპერაციო მართვისა და უძრავი ქონების დაფინანსების მიმართულებით მოღვაწეობდა. იგი მოღვაწეობდა ისეთ მსხვილ და წარმატებულ კომპანიებში და კომერციულ ბანკებში როგორებიცაა: "რედიქსი" - უძრავი ქონების ინვესტიციების მართვის კომპანია, "ჯი-აი-ჯი ჰოლდინგი" - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, "თიბისი ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა". ლიკა წარმატებით უძრვებოდა მსხვილი მაშტაბის პროექტებს - საცხოვრებელი, შერეული კონცეფციის, საოფისე და ველნეს  პროფილით. აღნიშნულ პროექტებზე მუშაობისას მას მოუწია თანამშრომლობა საუკეთესო უცხოელ კონსულტანტებთან უძრავი ქონების განვითარების, მშენებლობის მენეჯმენტის, არქიტექტურული  და ველნეს ინდუსტრიის მიმართულებით.

Property Georgia

ქეთი ტაბატაძე უძრავი ქონების #1 გზამკვლევი პორტალის რედაქტორია.

აღნიშნული პლატფორმა უძრავი ქონების სფეროს წამყვან კომპანიებსა და პროექტებს, სექტორის ტენდენტციებსა და კვლევებს აშუქებს.

10 წელზე მეტი პროფესიული კარიერის მანძილზე ჟურნალისტიკის სფეროში, ქეთი მუშაობდა ინგლისურონოვენი გაზეთების და ჟურნალების მთავარ რედაქტორად, აქვს მდიდარი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტში, ღონისძიებების ორგანიზებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარკეტინგულ აქტივობებში.  

ქეთის სამუშაო გამოცდილება ტელეკომპანია “რუსთავი2”-ით იწყება, ასევე მუშაობდა ტელეკომპანიებში “ტვ3” და “მაესტო”. 2008 წელს მან პარტნიორებთან ინგლისურენოვანი ჟურნალი The Commercial და გაზეთი The Commercial Times დაარსა, რომლის მთავარი რედაქტორიც თავად გახლდათ. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, ის საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში მუშაობდა. ქეთი ამჟამად FORBES Georgia-ს ინგლისურენოვანი სპეც.გამოცემების რედაქტორია.

პორტალის შესახებ:

 #1 უძრავი ქონების გზამკვლევი პორტალი www.propertygeorgia.ge შეიქმნა უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის და კომპანიებისთვის, რათა მათ ერთ სივრცეში მიიღონ დეტალური ინფორმაცია უახლესი სამშენებლო-დეველოპერული პროექტების შესახებ, გაეცნონ ბაზრის კვლევებსა და სიახლეებს, ექსპერტების პროგნოზებს, მოიძიონ სასურველი კომპანია თუ პროექტი...

საიტის შექმნის ინსპირაცია, მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, უძრავი ქონების პოტენციური მყიდველებისგან, ინვესტორებისგან, ბიზნეს საზოგადოებისგან მივიღეთ.

propertygeorgia.ge პირველი, ახალი კონცეფციის უძრავი ქონების ჰაბ-პორტალია, რომელსიც ყველა წამყვან დეველოპერულ-სამშენებლო კომპანიებს და მათ პროექტებს გაგაცნობთ.

აქ დაგხვდებათ:

✔ ახალი მშენებლობები 
✔ სპეციალური შეთავაზებები 
✔ უძრავი ქონების სიახლეები და კვლევები
✔ ექსპერტების პროგნოზები და რჩევები
✔ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კომპანიების ძიება
 

მომსახურების სპექტრი:

  • უძრავი ქონების კომპანიის /პროექტის პოზიციონირება  www.propertygeorgia.ge -ზე
  • ახალ მშენებლობებში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები
  • დეველოპერული პროექტების მარკეტინგი და ბიზნესგანვითარება
  • უძრავ ქონებაში ინვესტიციასთან დაკავშირებით კონსულტაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლიკა ქარდავა / დირექტორი
გიორგი ლეონიძის ქ. #2, თბილისი, 0105
თბილისი 

მობ: +995 595 30 05 05
ელ.ფოსტა: lika.kardava@propertygeorgia.ge