ახალი გუდაური

Property Georgia

გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი - ინვესტორებისთვის მიმზიდველი დესტინაცია

1. RED-CO-ს შესახებ

სამშენებლო-დეველოპერული და ქონების მართვის კომპანია, რომელიც ახალ გუდაურში ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურად მომგებიანი უძრავი ქონების შეძენას.

გუდაური წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტს, რომელიც გამოირჩევა თავისი ლოკაციით მცირე კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2,175 მ სიმაღლეზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ 150 კილომეტრის დაშორებით.

აქ უძრავ ქონებაში ინვესტიციაზე მზარდი მოთხოვნაა, რამეთუ გუდაური სტაბილურად ვითარდება, როგორც ზამთრისა და ზაფხულის კურორტი. RED-CO პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს ინვესტიციის სხვადასხვა ვარიანტს, გადახდის მოქნილ პირობებსა და იპოთეკური სესხის მიღების შესაძლებლობას.

2. ინვესტორებისთვის არსებული შესაძლებლობები ახალ გუდაურში

  • კომერციულ აპარტამენტებში ინვესტირება - ფასები $800-დან 1 კვადრატულ მეტრზე.

18%-მდე წლიური პასიური შემოსავალი

ინვესტიციაზე უკუგების მიღება 5-7 წლის ვადაში

კაპიტალიზაციის ნორმა: 12-20%

  • სასტუმროებში, კოტეჯებსა და სხვა მშენებარე საცხოვრებელი თუ სასტუმროს ტიპის პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობა
  • მშენებლობისთვის განკუთვნილ და ზონირებულ მიწის ნაკვეთებში ინვესტირების შესაძლებლობა

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ იხდიან გადასახადს უძრავი ქონების შეძენაზე. უძრავ ქონებაში $35,000-ის ინვესტირებისას უცხოელებს დროებითი ბინადრობის მიღების შესაძლებლობაც მიეცემათ.

3. არსებული მდგომარეობა

  • 2012-2017 წლებში RED-CO-მ ახალ გუდაურში დაასრულა 5 აპარტ-ოტელის მშენებლობა და ჩამოაყალიბა რიგი მომსახურებები.

სასტუმროს ტიპის მომსახურებები

თანამედროვე ინფრასტრუქტურა განლაგებულია საბაგირო გონდოლადან მხოლოდ 100 მეტრის დაშორებით და მოიცავს აპარტ-ოტელის ტიპის შენობებს და მართვის ზოგად მომსახურებებს, როგორიცაა კონსიერჟი, 24-საათიანი დაცვა და მოვლა-პატრონობა. სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა მოიცავს მიწისქვეშა ავტოფარეხს, სათხილამურო დეპოებს, თხილამურების გაქირავების მაღაზიებს, ისევე როგორც სხვადასხვა დასასვენებელ და გასართობ ობიექტს ტურისტებისთვის, როგორიცაა სპა-ცენტრი, რესტორნები, კაფე-ბარები, სათხილამურო სკოლები, სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები და ა.შ.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

Radisson Blu Gudauri Mountain Resort

RED-CO-ს ახალ გუდაურში შემოჰყავს განთქმული ბრენდი Radisson Blu, რაც განაპირობებს სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას და გაზრდის მის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ქვეყნის წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაიწყო, და 2019-2020 წლებისთვის დასრულდება. სასტუმრო მოიცავს 160 ნომერს, რამდენიმე რესტორანს, სპა-ცენტრს, ისევე როგორც ღია და დახურულ საცურაო აუზებს.

Bogner Sport

პრემიუმ-კლასის ბრენდის, „Bogner Sport“-ის კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია ახალ გუდაურში, მაღაზია „Besplendid“-ში.

Property Georgia

Casino Gudauri

ახალ გუდაურში პირველი სამორინე 2017 წელს გაიხსნა.

Property Georgia

4. მიმდინარე პროექტები - 2018-2019 წწ.

2018-2019 წლებში ახალ გუდაურში აშენდება 5 ახალი ობიექტი, მათ შორის სასტუმრო „Radisson Blu Gudauri Mountain Resort“. 2018 წლის გაზაფხულზე დამატებით დაიწყება 7 აპარტ-ოტელის მშენებლობა.

Property Georgia

5. სამომავლო პროექტები

შემდეგი 5 წლის პერიოდში RED-CO დამატებით 8-10 აპარტ-ოტელსა და კოტეჯს ააშენებს. ახალი გუდაურის კურორტი წარმოადგენს მრავალფუნქციური საცხოვრებელი და სასტუმროს ტიპის კომპლექსს, რომლის განვითარებასაც RED-CO უზრუნველყოფს კანადური კომპანია „Ecosign Mountain Resort Planners Limited“-ის მიერ მომზადებული გენერალური გეგმის მიხედვით.

აღნიშნული გეგმის თანახმად, RED-CO ახალ გუდაურში ყოველწლიურად ატარებს დიდი რაოდენობით სამშენებლო სამუშაოებს. კურორტის განვითარებაში კომპანია 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

განვითარების გენერალური გეგმა გულისხმობს კომპანიის მფლობელობაში არსებულ, 50 ჰექტარის ფართობზე 26 მრავალფუნქციური საცხოვრებელი და სასტუმროს ტიპის შენობისა და 20 კოტეჯის აშენებას. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის კომერციული, გასართობი და სპორტული ობიექტის მშენებლობა, როგორიცაა საკონფერენციო დარბაზები, მუსიკალური კლუბები, სპორტული მოედანი, ყინულის მოედანი და ა.შ.

6. ქონების მართვა

RED-CO-ს ქონების მართვის ჯგუფი ჩამოყალიბდა ახალ გუდაურში არსებული და მშენებარე ქონების ოპერირებისა და მართვის მიზნით. კურორტებსა და ობიექტებში საჯარო სივრცეების მართვის მომსახურების გარდა, კომპანია ოპერირებს აპარტ-ოტელების ქსელს „New Gudauri Resort Residences & Spa” ბრენდის ქვეშ, რომელიც ბინის მფლობელებს მათი აპარტამენტების გაქირავებისგან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

Development Company
RED-CO

დეველოპერული კომპანია RED-CO 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს აპარტ-ოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და სარეკრეაციო-დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას საქართველოს კურორტებზე.

რედკოს მიერ 2012-2016 წლებში დასურლებულ პროექტებს შორის არის:

  1. ახალი გუდაური -  გონდოლას ტიპის საბაგიროს მიმდებარებდ აშენდა საცხოვრებელი რეზიდენციები, აპარტ-ოტელები და გასართობი ინფრასტრუქტურა, რომლის მართვას და მომსახურებას “რედკო” უზრუნველყოფს.
  2. ბაკურიანში, დიდველთან, აშენდა და ფუნქციონირებს 4-ვარვსკლავიანი აპარტოტელი “The Valley Residences & Spa”,
  3. თბილისში “სახლი მზიურის პარკთან” - საცხოვრებელი კორპუსი
  4. ბათუმში, “ბუტიკ” აპარტოტელი “მონტეკარლო” – 15 კომფორტული აპარტამენტით.
  5. რესტორანი “ძველი ბულვარი” ბათუმში

მიმდინარე პროექტები:

რედკოს მიმდინარე პროექტები, რომელთა დასრულება დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე და მოიცავს მასშტაბურ მშენებლობებს გუდაურსა და ბათუმში:

ახალი გუდაური:

  • ახალი გუდაური სუითს”  - ფეშნებელური აპარტოტელი - დაიყწებს ფუნქციონირებას 2017 წლის ნოემბერში
  • სამორინე “გუდაური” - დაიწყებს ფუნქციონირებას 2017 წლის ნოემბერში
  • ორი ახალი რესტორანი - 2017 წლის ნოემბერი
  • ახალი სპა ცენტრი, დახურული და ღია აუზებით - ნოემბერი 2017
  • “რედისონ ბლუ გუდაური” – 2018/19 წლის ზმათარი
  • 3 ახალი აპარტოტელი - დამატებითი 600 საცხოვრებელი ოთახით, კომერციული ფართებით, კაფე-რესტორნებით, გასართობი ობიექტებით და სხვა. – 2018 წლის ნოემბერი