აქსისი | ჭავჭავაძის 49

პროექტის შესახებ :

თანამედროვე არქიტექტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ფუნქციური მრავალფეროვნება, ცხოვრების ახალი სტილი – ეს არის პროექტი, რომელსაც უბანში და ზოგადად თბილისშიც მომავალი შემოაქვს.

პროექტის უპირატესობები:

  • დაუჯერებლად დიდი ვერანდები
  • სრული რემონტი
  • მდებარეობა

აქსისი აგრძელებს ინოვაციების დანერგვას საქართველოში, შემოჰყავს უდიდესი ევროპული ლიდერი ბრენდები და ქმნის პროდუქტს, რომელიც ახალი სიტყვა იქნება ქართულ დეველოპმენტში. მომხმარებელს ვთავაზობთ განსხვავებულ გამოცდილებას, რაც საბოლოო ჯამში შეცვლის მოთხოვნას და დაამკვიდრებს ახალ სტანდარტს საქართველოში.

ბინები დასრულებული რემონტით

ყველას, ვინც შეიძენს ბინას ჭავჭავაძის 49-ში, ბინა ჩაბარება სრული რემონტით. აქსისის ინტერიერის დიზაინისა და სარემონტო მასალების შოურუმში – Axis Interior Works ( ალ. ყაზბეგის 24) წარმოდგენილია ევროპული მასალების ფართო არჩევანი. აქ  ჩვენი  დიზაინერები  შემოგთავაზებენ  ბინის ეფექტურ გეგმარებას   და დაგეხმარებიან  შეარჩიოთ სარემონტო მასალები.

აქსისი განიჭებთ სრულ თავისუფლებას ბინის გეგმარებისას,  რათა თქვენი ბინა იყოს გამორჩეული და შეესაბამებოდეს თვენს  ყველა მოთხოვნას.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი სახლის კონცეფციაზე და ამავე დროს, სასიამოვნო და კომფორტულ პროცესად გადავაქცევთ თქვენი ბინის რემონტს.

 ადგილმდებარეობა

„აქსისი ჭავჭავაძის 49“ მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკისა და კუს ტბის ასახვევის სიახლოვეს. სუფთა ეკოლოგიას წიწვოვან გარემოსთან ერთად ქმნის წყნეთის ჰაერი, რომელიც სწორედ ამ მხრიდან მოდის ქალაქში.

აქსისი მთლიანად ინარჩუნებს და კეთილმოაწყობს ბუნებრივ სარეკრეაციო სივრცეს. ამას გარდა, საკუთარი ტერიტორიის ხარჯზე აფართოვებს გზას და ქალაქს ჩუქნის დამატებით 1500 კვ.მ.-ს.

არქიტექტურა

პროექტი შედგება ოთხი ბლოკისგან, რომელთაგან ორი – ცათამბჯენია. მასშტაბურობის მიუხედავად, მაღალი ვიტრაჟებისა და მინის ფასადის გამო შენობა ჰაეროვანი და ლაკონურია.

„აქსისი ჭავჭავაძის 49“ -ს გამოარჩევს  დახვეწილი, სადა და თანამედროვე ლენდმარკ არქიტექტურა.

 ვერანდები

უზარმაზარი გადახურული ვერანდები ვაკის პარკის ხედით საყვარელი ადგილი გახდება ოჯახისთვის და მათი სტუმრებისთვის. აქ ოთხი სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შეკრება, დასვენება თუ მუშაობა.

 მომავლის ტექნოლოგიები

„აქსისი“ თავის ორ ახალ პროექტზე „აქსისი ჭავჭავაძის 49“ და „აქსისი იპოდრომთან“ მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს.

„აქსისი“ ცვლის სამშენებლო პროცესს, ნერგავს ახალ სტანდარტს ქართულ დეველოპმენტში და შემოჰყავს საქართველოში ლიდერი ევროპული ბრენდები.

სახლი თბუნდება მთლიანად, ოთხივე მხრიდან, III და IV ბლოკის ამოშენება ხდება აგურით და ქვაბამბით იფარება. პროექტში დამონტაჟებულია ალუმინის კარფანჯარა, სპეციალური დაბალ ემისიური შუშებით, რაც საბოლოო ჯამში ზრდის პროექტის ენერგოეფექტურობას.

 მომსახურება

აქსისი ქმნის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, სადაც თქვენზე ზრუნავენ. ჩვენს მომსახურებებში შედის:

·              კონსიერჟი

·              დასუფთავება

·              დაცვა

·              სადარბაზოს განათება

·              ლიფტის მომსახურება

 

დამატებითი მომსახურებების მისაღებად, ჩვენს მაცხოვრებლებს შეეძლებათ ექსკლუზიური პაკეტის გამოყენება.

2016 წლის შემოდგომის მონაცემები, დარჩენილი გასაყიდი ბინები:

ბლოკი

დასრულების ვადა

მინიმალური ფართი

მაქსიმალური ფართი

მინიმალური ფასი

მაქსიმალური ფასი

II

2016 წლის შემოდგომა

43,10+11,40 მ2

104,90+22,30 მ2

$1410

$1450

IV

2017 წლის გაზაფხული

39,80+8,70 მ2

299,50+51,10 მ2

$1190

$1600

III

2017 წლის ზამთარი

46,30 მ2

183,70+88,50 მ2

$1230

$1320

 

 

ტელ:: 032 2 24 17 17 ვებ გვერდი: http://axis.ge
Development Company
Axis