ალიანს ჯგუფი | ალიანს პალასი

პრემიუმ-კლასის აპარტამენტები

წინასწარი შენატანი - 30% (სპეციალური აქციით -15%)

შიდა უპროცენტო განვადება (პროექტის დასრულებამდე)

“ალიანს პალასი”  არის 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის პირველ ექვს სართულზე მსოფლიო ბრენდის Courtyard by Marriott 150 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება, 7-41 სართულები კი პრემიუმ კლასის აპარტამენტებს დაეთმობა. ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე სასტუმროს ტიპის კომპლექსი ზღვასთან ახლოს (80 მეტრი), ბათუმის ბულვარში- ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ და დინამიურ უბანში მდებარეობს.

აპარტ-ოტელის ბიზნეს მოდელი-გააქირავე და მიიღე სარგებელი

მრავალფუნქციურ კომპლექსში "ალიანს პალასი" აპარტამენტების შეძენით შეგიძლიათ საკუთარი ინვესტიციიდან დამატებითი სარგებელი მიიღოთ. თქვენ გეძლევათ საშუალება გააქირაოთ საკუთარი აპარტამენტი ან გადააბაროთ ის აპარტამენტების საერთაშორისო მართვის კომპანიას, რომელიც თქვენი აპარტამენტების გაქირავებას და მოვლას უზრუნველყოფს.

კომპლექსის მართვა

შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ კომპლექსი სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს, შენარჩუნებული იყოს სისუფთავე და მიმზიდველობა. კომპლექსის მოვლას უზრუნველჰყოფს “ალიანს ჯგუფი".

მოვლის მომსახურება მოიცავს:

  • დერეფნებისა და საზოგადოებრივი ფართების დალაგებასა და მოვლას;
  • 24-საათიან დაცვის სამსახურს და ვიდეო-მეთვალყურეობას;
  • დალაგებისა და კონსიერჟის მომსახურებას;
  • რეცეფციას;
  • ლიფტებისა და სხვა სერვისების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

სერვისები და ინფრასტრუქტურა

1

შეძენის პირობები

ერთიანი ან ეტაპობრივი გადახდა

მყიდველს საშუალება ეძლევა აპარტამენტი ერთიანი გადახდით შეიძინოს და ისარგებლოს ფასდაკლებით, ასევე ეტაპობრივად დაფაროს ის 30%-ის პირველადი შენატანით (სპეციალური შეთავაზებით 15%) და ისარგებლოს კომპანიის შიდა უპროცენტო განვადებით პროექტის დასრულებამდე.

შეძენისა და რეგისტრაციის პროცედურა

აპარტამენტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის საფუძველზე. უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურა სრულდება 1 საათში.

გამარტივებული სესხი

მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ  “ალიანს ჯგუფის” პარტნიორი ბანკების მომსახურებით და მიიღონ გამარტივებული იპოთეკური სესხი 1 დღეში - შემოსავლების დადასტურების გარეშე.

მშენებლობის გრაფიკი

2017 წელი - მშენებლობის დასრულება

2018 წლის მაისი - “ალიანს პალასის” აპარტამენტების სარემონტო სამუშაოების დასრულება

2018 წლის დეკემბერი - სასტუმრო Courtyard by Marriott-ის შიდა სამუშაოების (ავეჯით და ინვენტარით აღჭურვა) დასრულება

2019 წლის აპრილი - სასტუმრო Courtyard by Marriott-ამოქმედება

 

“ალიანს ჯგუფი” და Courtyard by Marriott

2015 წლის 18 დეკემბერს, Alliance Group-სა და Marriott International- შორის, ხელი მოეწერა ფრანშიზას ხელშეკრულებას რომლის თანახმადაც, “ალიანს პალასის” პირველ ექვს სართულზე მსოფლიო სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott- განთავსდება. სასტუმროს გახსნა და მართვა გადაეცემა Sophos Hotels S.A-. საერთაშორისო მართვის ეს შვეიცარიული კომპანია მოღვაწეობს ევროპაში, რუსეთში, დსთ- ქვეყნებში, ცენტრალურ აზიასა და აზიაში. Sophos Hotels S.A მუშაობს ისეთ წამყვან გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა: Wyndham Hotel Group, Marriott, Hilton, IHG, Accor, Choice Hotels.

“ალიანს ჯგუფის” შესახებ

“ალიანს ჯგუფი” 11 წელია დეველოპერულ ბიზნესში წარმატებულად მოღვაწეობს და ამ პერიოდში არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. კომპანიის პირველივე პროექტი, რომელიც რევოლუციური გახლდათ იმდროინდელი საქართველოსათვის - “ალიანს+”-მა ბათუმში 2005 წელს პირველი თანამედროვე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო . 2008 წელს, რებრენდინგის შედეგად, კომპანიამ ახალი სახელით - "ორბი ჯგუფით" - გააგრძელა მოღვაწეობა. ამავე პერიოდში წამოიწყო კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - აპარტ-ოტელის ბიზნეს კონცეფციის დანერგვა და განვითარება, რომელიც მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ კონცეფციის წყალობით გახდა ბათუმი უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ქალაქად. “ალიანს ჯგუფის” დამფუძნებლებმა - ორბი ჯგუფთან და სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით - ააშენეს 20-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტ-ოტელი, 5000-მდე ბინა და აპარტამენტი, 1 200 000 მეტი კვ.მ. სამშენებლო ფართი.

 

 

Development Company
ALLIANCE GROUP
Bank
TBC Bank