ბათუმი თაუერი | რედკო

ბათუმი თაუერი | შავი ზღვა საქართველო

კომფორტი სტატუსი სტილი

ბათუმი თაუერი რეზიდენციები

79 პრემიუმ კლასის რეზიდენციები განთავსებულია მე-4 სართულიდან 33- სართულის ჩათვლით კავკასიის ყველაზე მაღალ შენობაბათუმი თაუერში“, რომელშიც 2019 წელს ასევე განთავსდება 5 Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო. შენობაში განთავსებულია პანორამული ბორბალი 24- სართულზე.

Property Georgia

კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე. თაუერის უნიკალურმა არქიტექტურამ და მდებარეობამ განაპირობა შთამბეჭდავი ზღვის და მთის ხედები ყველა რეზიდენციიდან. აპარტამენტები ბარდება სრული რემონტით, მაღალი ხარისხის მარმარილოს იატაკებით, ხის შიდა კარებითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით; გაწყობილი სამზარეულო ტექნიკით და სურვილის შემთხვევაში, ავეჯითა და აქსესურებით.

Property Georgia

Property Georgia

კომპლექსის ინფრასტრუქტურა და მომსახურება მოიცავს:

  • ­5 სასტუმრო „Le Méridien“
  • ღია და დახურული აუზი
  • სპა და ფიტნეს ცენტრი
  • რესტორანი და ლაუნჯი ღია ტერასით
  • საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზები
  • სამორინე „Tower Casino“
  • კონსიერჟის მომსახურება
  • 24-საათიანი დაცვა

Property Georgia

Le Méridien ბათუმი თაუერი

Starwood Hotels & Resorts Worldwide- და RED-CO- პარტნიორობით საქართველოში პირველად ბათუმში გაიხსნება Le Meridien-ის ბრენდის სასტუმრო. სტუმრები შეიცნობენ პარიზში დაარსებული სასტუმროს გარემოს. 110 თანამედროვე გაწყობილი ექსკლუზიური ოთახი გთავაზობთ შავი ზღვის ხედებს და ფუნქციონალურ ტექნოლოგიებს თანამედროვე დიზაინის ელემენტებთან შერწყმით.

Property Georgia

ფეშენებელური რეზიდენციების განსაკუთრებულ გარემოს ამდიდრებს ერთიან კომპლექსში განლაგებული 5-ვარვსკლავიანი სასტუმრო Le Meridien, სამორინე, სპა, ფიტნეს ცენტრი, ღია და დახურული აუზები, რესტორნები - ყველაფერი, რაც მიუთითებს მაღალი კლასის ცხოვრების სტილზე და უზრუნველყოფს კომფორტულ დასვენებას ზღვისპირა ქალაქში.

Property Georgia

სპა, შიდა და გარე საცურაო აუზები

ბათუმში განთავსებული სპა ცენტრის და საცურაო აუზების ინფრასტურქტურა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სერვისებით სარგებლობა ისევე მოსახერხებელია აპარატამენტის მფლობელებისათვის, როგორც სასტუმროს დამსვენებლებისთვის. აქ ყველა დეტალი გათვალისწინებულია თქვენი განტვირთვისთვის.

Property Georgia

სამორინე

ბათუმი თაუერშიგანთავსდებათაუერ კაზინო”, რომელიც 2000 კვ. მეტრზე, მე-2 სართულზე იქნება მოწყობილი. მსურველები სათამაშო მაგიდებით, აპარატებითა და VIP სივრცეებით ისარგებლებენ.

კაზინოს ინტერიერის დიზაინი შექმნა დიზაინერმა კრის დავმა, რომელიც სააგენტო Design FDA- წარმოადგენს.

Property Georgia

ინტერიერი

ჩვენმა დიზაინერებმა შექმნეს ხუთი ტიპის ნათელი და მყუდრო ბინის ექსკლუზიური პროექტები. შენობის უნიკალური არქიტექტურა და მდებარეობა შესაძლებლობას იძლევა, მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის, შუადღის ზღვისა თუ მთების ხედებით ყველა რეზიდენციიდან დატკბეთ. საცხოვრებელი რეზიდენციების კონცეფციის შემუშავებისას, კომპანია RED-Co- მთავარი პრინციპი თანამედროვე სტილის კომფორტული ბინების შექმნა იყო. სხვადასხვა პროექტის ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა ქართული კომპანია Rooms და აგრეთვე ცნობილი ინტერიერის დიზაინერი დავით ქოიავა.

Property Georgia

Property Georgia

ინტერიერის გალერია

Property Georgia

ლობი

Property Georgia

საკონფერენციო დარბაზი

Property Georgia

ლაუნჯი

Property Georgia

რესტორანი

Development Company
RED-CO

რედკოს შესახებ:

დეველოპერული კომპანია RED-CO 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს აპარტ-ოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და სარეკრეაციო-დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას საქართველოს კურორტებზე.

რედკოს მიერ 2012-2016 წლებში დასურლებულ პროექტებს შორის არის:

  1. ახალი გუდაური -  გონდოლას ტიპის საბაგიროს მიმდებარებდ აშენდა საცხოვრებელი რეზიდენციები, აპარტ-ოტელები და გასართობი ინფრასტრუქტურა, რომლის მართვას და მომსახურებას “რედკო” უზრუნველყოფს.
  2. ბაკურიანში, დიდველთან, აშენდა და ფუნქციონირებს 4-ვარვსკლავიანი აპარტოტელი “The Valley Residences & Spa”,
  3. თბილისში “სახლი მზიურის პარკთან” - საცხოვრებელი კორპუსი
  4. ბათუმში, “ბუტიკ” აპარტოტელი “მონტეკარლო” – 15 კომფორტული აპარტამენტით.
  5. რესტორანი “ძველი ბულვარი” ბათუმში

მიმდინარე პროექტები:

რედკოს მიმდინარე პროექტები, რომელთა დასრულება დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე და მოიცავს მასშტაბურ მშენებლობებს გუდაურსა და ბათუმში:

ახალი გუდაური:

  • ახალი გუდაური სუითს”  - ფეშნებელური აპარტოტელი - დაიყწებს ფუნქციონირებას 2017 წლის ნოემბერში
  • სამორინე “გუდაური” - დაიწყებს ფუნქციონირებას 2017 წლის ნოემბერში
  • ორი ახალი რესტორანი - 2017 წლის ნოემბერი
  • ახალი სპა ცენტრი, დახურული და ღია აუზებით - ნოემბერი 2017
  • “რედისონ ბლუ გუდაური” – 2018/19 წლის ზმათარი
  • 3 ახალი აპარტოტელი - დამატებითი 600 საცხოვრებელი ოთახით, კომერციული ფართებით, კაფე-რესტორნებით, გასართობი ობიექტებით და სხვა. – 2018 წლის ნოემბერი

ბათუმის პროექტები - დასრულების ვადა 2018 წელი

  • ბათუმი თაუერი
  • Le Meridien ბათუმი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო
  • ბათუმი თაუერის 79 პრემიუმ კლასის რეზიდენცი
  • ბათუმი თაუერის სამორინე