ჭავჭავაძის 64 - Hilton Garden Inn | რედიქსი

თბილისის ყველაზე ელიტურ უბანში, სადაც  ყოველთვის ცხოვრობდნენ ცნობილი ადამიანები, ელჩები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები და სადაც დღეს ქალაქის მთავარი ეკონომიკური არტერიაა განლაგებული, შენდება ექსკლუზიური, ფეშენებელური კომპლექსი CH64.

პროექტის თანახმად კომპლექსში განთავსდება ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც 160 ნომერს გააერთიანებს. მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად მომხმარებელს მოემსახურება სპაცენტრი და რესტორანი. ზედა სართულზე განთავსდება საცურაო აუზი.

CH64-ის საცხოვრებელი ნაწილი ე.წ. „სმარტ ჰაუზის“ კონცეფციით აშენდება. დასრულებულ აპარტამენტებში გათვალისწინებული იქნება კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა დეტალი და  დამატებითი სერვისები, მათ შორის, 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟი, „ბელბოი“, „კატერინგ-მომსახურება“ და ა.შ..

კომპლექსს მოემსახურება 280 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი.

 

მიწის ფართობი              2 750 მ2

სამშენებლო  ფართობი   29200 მ

სასტუმრო                       8500 მ2

საცხოვრებელი               8800 მ2

კომერციული                 900 მ2

ავტოსადგომი               10.000 მ2

Development Company
Redix