დირსი | AS Georgia

Dirsi

Dirsi - ეს არის „მინი ქალაქი“, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად სოციალურ-საყოფაცხოვრებო და ინჟინერული ინფრასტრუქტურის ობიექტებია განთავსებული: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები და ა.შ. Dirsi ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4898 ბინას დასრულებული რემონტით.

ევროპული ტიპის საცხოვრებელი უბანი, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში,  თავისუფლების მოედნიდან, მხოლოდ, 10 წუთის სავალზე

კომპლექსი, რომელიც შექმნილია თქვენი და თქვენი ოჯახის მშვიდი, უსაფრთხო და სასიამოვნო ცხოვრებისთვის, გამოირჩევა:

  • ყველაზე მყარი შენობებით თბილისში;
  • უნიკალური კონცეფციით, რომელიც გულისხმობს სრულ საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურას;
  • ხელმისაწვდომი ფასებითა და გადახდის მოქნილი პირობებით;
  • მაღალი ენერგოეფექტურობით, რომელიც ენერგიის დანახარჯებს 25 % -მდე ამცირებს.

თითოეულ კორპუსსა და ბლოკს, მიუხედავად ბინის კონდიციისა, აქვს ინდივიდუალური:

- ცენტრალური წყალმომარაგების სარეზერვო სისტემა (თითოეულ ბლოკს აქვს ინდივიდუალური 20-40 ტონა წყლის სარეზერვო სისტემა)

- ცენტრალური, დუბლირებული ჰიდროფორების სისტემა (წყლის დაბალი წნევის შემთხვევაში წყალი მოსახლეობას მიეწოდება ჰიდროფორების მეშვეობით)

- დუბლირებული ცენტრალური ელექტრო ენერგიის სისტემა (დუბლირებული ტრანსფორმატორები და ავტომატური სარეზერვო ტრანსფორმატორების სიტემა (დაზიანების შემთხვევაში სარეზერვო სისტემა ირთვება ავტომატურად)

დირსის მთელ ტერიტორიაზე მოწყობილია:

- ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები

 - შიდა ეზოები და საბავშვო მოედნები

 - პროექტის დასრულებულ ნაწილში არის 4 ჰექტარზე მეტი გამწვანებული და სარეკრეაციო ზონა. დასრულებულ პროექტში, ჯამში მოეწყობა 20 ჰექტარზე მეტი გამწვანებული და სარეკრეაციო ზონა.

 - ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი: „ინგლისური სამყარო დირსიში“

 - პროექტის დასრულების შემდგომ ტერიტორიაზე იქნება: სავაჭრო ცენტრი, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ტიპის სპორტული და გასართობი ცენტრები, საბავშვო ბაღები, სკოლა, საავადმყოფო და სხვა მრავალი ობიექტი, რაც საჭიროა ქალაქისთვის.

საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებული ეტაპი შედგება 11 კორპუსისა და 2690 ბინისგან. ბულვარზე გათვალისწინებულია 2402 კვ. მ. კომერციული ფართი

ბინების ფართი მერყეობს 30 კვ. მ. - დან  279.94 კვ. მ. - მდე.

დირსი გთავაზობთ ბინის ჩაბარების მდგომარეობის ფართო არჩევანს:

  • დასრულებული რემონტით
  • თეთრი კარკასი +
  • თეთრი კარკასი

გასაყიდად გამოტანილი ყველა კორპუსი ექსპლოატაციაშია მიღებული და გადმოსვლა შეძენისთანავე არის შესაძლებელი.

ბინაში თქვენ დაგხვდებათ:

  • უმაღლესი ხარისხის იტალიური ლიფტები;
  • კერამოგრანიტით მოპირკეთებული სადარბაზო;
  • რკინის მთავარი შესასვლელი კარი;
  • გარე კარ-ფანჯარა ორმაგი მინა-პაკეტით;
  • ცენტრალური გათბობის ინდივიდუალური სისტემა.

ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში

დასრულებული ეტაპი: 

  • 11 კორპუსი (100 000 კვ. მ. ფართობი);
  • სრული სპორტული ინფრასტრუქტურა;
  • სკოლა, საბავშვო ბაღი;
  • კეთილმოწყობილი ეზოები;
  • საბავშვო მოედნები;
  • 700 მ. ბულვარი.

მეორე ეტაპი: 

  • ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი თბილისში;
  • ხიდი ორთაჭალიდან;
  • დამატებითი ინფრასტრუქტურა (სასტუმრო, კლინიკა და ა.შ).

მესამე ეტაპი:

  • თანამედროვე ტიპის უზარმაზარი გასართობი პარკი;
  • 3.5 კმ. სიგრძის ულამაზესი ბულვარი;
  • 46 ჰექტარი კეთილმოწყობილი ტერიტორია.

კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა

  • ტერიტორიის 40 % წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას;
  • 2670 დარგული ხე-მცენარე (ტერიტორიის 20 %);
  • 3 სპორტული მოედანი;
  • 3 საბავშვო მოედანი;
  • კეთილმოწყობილი სადარბაზოები და უმაღლესი ხარისხის ლიფტები;
  • ხანძრის დეტექტორები ყველა ბინაში;
  • ელექტრული შოკისგან დამცავი სენსორი;
  • ელექტოენერგიისა და წყლის სარეზერვო წყაროები;

კომპლექსის მომსახურება მოიცავს:

  • 24 / 365 დაცვის სამსახურს;
  • კონსიერჟის მომსახურებას 24 საათის განმავლობაში, ყოველ სადარბაზოში;
  • სადარბაზოების, ლიფტებისა და ტერიტორიის დასუფთავებას;
  • ტერიტორიის გამწვანების მოვლასა და განვითარებას.

იპოთეკური სესხის პირობები:

  • წლიური საპროცენტო განაკვეთი: 4.1 % - დან;
  • მინიმალური თანამონაწილეობა: 5 % - დან;
  • სესხის მაქსიმალური ვადა: 15 წელი;
  • უზრუნველყოფა: შესაძენი უძრავი ქონება.
Development Company
AS Georgia
Bank
TBC Bank