KING DAVID | Rezid Holding GMBH

logo King David

მრავალფუნქციური კომპლექსი King David აერთიანებს ორ 31 და 19 სართულიან კოშკს. მაღალ კოშკში  King David Residences განთავსდება მხოლოდ საცხოვრებელი ფართები, დაბალ კოშკში King David Business Center კი A კლასის ბიზნეს ცენტრი. კომპლექსი  მ. ალექსიძის ქ. #12-ში მდებარეობს. პროექტის ექსპლუატაციაში მიღება  2017 წლის ივლისში არის დაგეგმილი.

პროექტი მაცხოვრებლებისთვის ცხოვრების ახალი სტანდარტის შეთავაზებას ისახავს მიზნად. თითოეული რეზიდენციიდან იშლება თბილისის   საუკეთესო პანორამული ხედი. ეს  არის საქართველოში პირველი კონდომინიუმის ტიპის კომპლექსი სრული მომსახურების სპექტრით, რომელიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს იმუშავონ, გაერთონ და განიტვირთონ შენობიდან გაუსვლელად.

მაქსიმალური კომფორტისთვის King David-ის ინფრასტრუქტურა მოიცავს: აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, ტერასაზე გაშენებულ ბაღს - საბავშვო მოედნით და ჯანსაღი კვების კაფით, სილამაზის სალონს, რესტორნებს, ღვინის მარანს, ოთახს შეხვედრებისათვის, ლობის, ყვავილების ბუტიკს,  ბავშვთა კუთხეს და მიწისქვეშა ავტოსადგომს.

კომპლექსი მაცხოვრებლებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:  რეცეფცია, შვეიცარი, კონსიერჟი, “Room Service”, დასუფთავება, დაცვა 24/7, ტექნიკური მხარდაჭერა 24/7, პირადი ექიმის კაბინეტი, სამრეცხაო/ქიმწმენდა, შინაური ცხოველების მოვლა, ფლორისტი.

  • პროექტი აღჭურვილია უწყვეტი დენის და წყალმომარაგების სისტემებით;
  • ფასადზე გამოყენებულია ამერიკული კომპანია Guardian-ის მიერ წარმოებული ტრიპლექსის ტიპის მინა-პაკეტი;
  • ფასადის ალუმინის თერმოხიდიანი პროფილები დამზადებულია  გერმანიაში,  კომპანია Schuko-ს მიერ;
  • ფასადის პროექტი ასევე შესრულებულია კომპანია Schuko–ს საპროექტო ჯგუფის მიერ გერმანიაში;
  • აღნიშნული ფაქტორები განაპირობებენ შენობის 30%-იან ენერგოეფექტურობას;
  • კომპლექსი  აღჭურვილია ცენტრალური გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით;
  • შენობაში დამონტაჟებული იქნება Kleemann -ის ბრენდის, გერმანული კომპლექტაციით დამზადებული 6 ლიფტი.

მინიმალური საცხოვრებელი ფართი - 54 მ2

საფასო ზღვარი - 1500 – 3100$;

გადახდის პირობები - შიდა უპროცენტო განვადება.

 

ტელ:: +995 322 00 18 18 e-mail: sales@kdr.ge ვებ გვერდი: http://kdr.ge ფეისბუქი: https://www.facebook.com/KingDavidResidences/?fref=ts
Development Company
REZID Holding GMBH

კომპლექსი მაცხოვრებლებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს: 

რეცეფცია, შვეიცარი, კონსიერჟი, “Room Service”, დასუფთავება, დაცვა 24/7, ტექნიკური მხარდაჭერა 24/7, პირადი ექიმის კაბინეტი, სამრეცხაო/ქიმწმენდა, შინაური ცხოველების მოვლა, ფლორისტი