ლეონიძის ბიზნეს ცენტრი | რედიქსი

რედიქს ჯგუფის ბიზნეს ცენტრი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ლეონიძის ქუჩაზე - თბილისის ისტორიულ ნაწილში, სადაც მუდმივი განახლების მიუხედავად, ქალაქი ყველაზე მეტად შეიცნობა და რომელიც ყველაზე მიმზიდველია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასევე ქალაქის სტუმრებისთვის. აბალი ბიზნეს ცენტრი ტაბიძე 1-ის ახალი შენობაა. ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი ა კლასის საოფისე შენობა, ტაბიძე 1, რომელიც 2009 წელს გაიხსნა და მყისიერად მოიპოვა სათანადო აღიარება და სტატუსი უძრავი ქონების ბაზარზე, მდებარეობს თავისუფლების მოედანზე. შენობა თბილისის ისტორიული და ელეგანტური არქიტექტურის სრულყოფილი შერწყმაა 21-ე საუკუნის უახლეს ტექნოლოგიებთან. 
რედიქს ჯგუფმა  წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება „რეგუსთან“, მსოფლიოში მოქნილი საოფისე სივრცეების ყველაზე დიდ ქსელთან, რომელიც ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სთავაზებს სრულად აღჭურვილ ოფისებსა და პროფესიონალურ საკონფერენციო ოთახებს, ბიზნეს ლაუნჯებსა და მსოფლიოში ვიდეო კომუნიკაციების უდიდეს ქსელს. რეგუსის პირველი ოფისი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ტაბიძე 1-ის ახალ შენობაში, რედიქს ჯგუფთან პარტნიორობით გაიხსნა. ბიზნეს ცენტრის პროექტზე მუშაობისას, რედიქს ჯგუფმა გაითვალისწინა ყველა წვრილმანი დეტალი იმისათვის რომ შექმნილიყო მყუდრო, ევროპული სტილის ატმოსფერო და მშვიდი სამუშაო გარემო. ადგილმდებარეობა იდეალურია ბიზნეს საქმიანობისთვის, ადვილად ხელმისაწვდომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. ახალი შენობის შიდა ეზოში შეიქმნა საერთო ღია სივრცე. ა კლასის ოფისების გარდა, წარმოდგენილია  რესტორნების ქსელი „რედ კაფე“, რომელიც მომხმარებელს საუზმის, ლანჩისა და ვახშმის უნივერსალურ და შერეულ მენიუს სთავაზობს. რესტორნის კონცეფცია შექმნილია დატვირთული და დინამიური ცხოვრების წესის გათვალისწინებით და საშუალებას მისცემს ვიზიტორებს, მიიღონ მაქსიმუმი ლიმიტირებულ თავისუფალ დროში და იკვებონ გემრიელად და ჯანმრთელად. კომპლექსში ასევე გაიხსნება ტრადიციული ქართული რესტორანი, უნიკალური ადგილმდებარეობით, ინტერიერით, განუმეორებელი ქართული სამზარეულოთი, ქართული და ევროპული ღვინოებით და რათქმაუნდა აბსოლუტური სერვისით.                

 

ვებ გვერდი: www.redix.ge
Development Company
Redix
Construction Company
Archtrade

ოფისები დასრულებული რემონტით

გვაქვს შემდეგი მომსახურება, რომელიც ფასში არ შედის:

  • ოფის მენეჯერი რეცეფციაში
  • 24/7 დაცვა
  • ვიდეო მეთვალყურეობის კამერები
  • ალტერნატიული ელექტრო და წყალ მომარაგება
  •  საერთო სარგებლობის ფართების დალაგების სერვისი
  •  ლიფტების ტექნიკური კონტროლი
  •  კონდიცირების და ვენტილაციის სისტემის ტექნიკური კონტროლი
  •  ბიზნეს ცენტრში იქნება რედ კაფე და რესტორანი.