სეუ დეველოპმენტი

Property Georgia

"სეუ დეველოპმენტის" პროექტის  „მწვანე ეზო“ განსახორციელებლად შეირჩა ქალაქის ცენტრში, პრესტიჟული, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო - ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) 32 ნომერი. კომპლექსიდან ფეხით 7 წუთის სავალ გზაზეა მეტრო სადგური „უნივერსიტეტი“, 50 მეტრში სკოლა, აუზი და სპორტული მოედანია. „მწვანე ეზოს“ მიმდებარედ რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სამინისტროა. 

პროექტის საერთო ფართი 15’000 კვადრატული მეტრია, რეკრეაციული ზონა 1500-მდე კვადრატულ მეტრზეა განაშენიანებული.  კომპლექსში 19 და 17 სართულია, სადაც ჯამურად 100 ბინაა დაგეგმარებული. მინიმალური საცხოვრებელი ფართი 37,6 კვადრატული მეტრია.

„მწვანე ეზოს“ რეკრეაციული ზონის დაგეგმვაზე მუშაობდნენ პროფესიონალი დეკორატორი და ფლორისტი;

დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებულია ხეების განსაკუთრებული ჯიშები.

წლის ნებისმიერ დროს საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ყოველთვის სიმწვანე, სიმშვიდე და სიწყნარე იქნება, ბავშვებისათვის კი მხიარული და უსაფრთხო გარემო. ეზოს დეკორატიული განათება კი მეტ სიმყუდროვესა და კომფორტს შეგიქმნით.

პროექტის მახასიათებლები და უპირატესობები:

  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო - ურბანული ხმაურისგან შორს, თუმცა, ქალაქის ცენტრი
  • თქვენს სურვილზე მორგებული გეგმარება
  • გადახდის მოქნილი პირობები
  • ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა
  • ცეცხლგამძლე ბლოკი
  • 4 დონიანი მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი
  • ევროპული ხარისხის 2 ლიფტი
  • 3,15 მეტრი ჭერის სიმაღლე
  • რეკრეაციული ზონა 1500 კვადრატულ მეტრამდე
  • 24 საათიანი ფიტნეს ცენტრი
  • ლობი 
  • კომერციული და საოფისე ფართები
  • ბინა ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში
  • პანორამული ხედები მთელ თბილისზე
  • კომპლექსის ჩაბარების შემდგომი მომსახურება
1,700 ლ - 1,800 ლ
Development Company
SEU Development
Bank
Bank of Georgia

მშენებლობაში გამოიყენება ავსტრიული წარმოების Doka-ს ბრენდის საყალიბე მასალა, რაც საშუალებას იძლევა სამშებებლო პროცესი ორჯერ უფრო სწრაფად წარიმართოს და ხელი შეუწყოს შრომით უსაფრთხოებას.

ევროპის რიგ ქვეყნებში ამ მასალით მუშაობა ჯერ კიდევ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. მშენებლობაზე მომუშავე პერსონალს რამდენიმე კვირიანი სწავლება და გადამზადება სწორედ ბრენდის წარმომადგენლების მიერ ჩაუტარდათ.

ფასადების მოსაწყობად გამოიყენება ბელგიური ბრენდის საფასადე მასალა.

კომლექსში იქნება OTIS-ის ბრენდის 2 ლიფტი. 

მშენებლობის დროს გამოყენებულ ყველა მასალას აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.