თბილისი გარდენსი

Property Georgia

პირველი ნიუ-იორკული ცათამბჯენი თბილისში

ამ გვერდზე დაწვრილებით გაეცნობი მთლიანი პროექტის აღწერასა და კომპლექსის უპირატესობებს.

მყუდრო სახლი პარკის შუაგულში

თბილისი გარდენსი, უპირველეს ყოვლისა, არის იდეა - დატვირთულ ქალაქში შევქმნათ ადგილი, სადაც შეგიძლია სრულყოფილი ცხოვრებით დატკბე. გვჯერა, რომ როდესაც ყოველდღიური დისკომფორტი ნაკლებად გაღელვებს, მაშინ სიცოცხლეც გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, ავაგოთ თბილისის პირველი ცათამბჯენი მშენებლობის ნიუ-იორკული სტანდარტების დაცვითა და ჭეშმარიტად ამერიკული ინტერიერის დიზაინით.

Property Georgia

ინტერიერის დიზაინი ვინსენტ ვულფისგან

დიზაინი გადამწყვეტ როლს თამაშობს მყუდრო გარემოს შექმნაში, ამიტომ თბილისი გარდენსის ბინების დაგეგმარება და დიზაინის კონცეფცია საუკეთესოს ვანდეთ. ამერიკელი ინტერიერის დიზაინერი ვინსენტ ვულფი House Beautiful-მა ყველაზე გავლენიანი ამერიკელი დიზაინერების ათეულში შეიყვანა და Interior Design Magazine-მა მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო დიზაინერად დაასახელა.

Property Georgia

მშენებლობის ახალ სტანდარტი

პროექტის ავტორი ცნობილი ებრაული კომპანია MYS Architects-ია - ცათამბჯენის რთული კონსტრუქციის ყველა დეტალი მათთან ერთად დავგეგმეთ და ლოკა-ციას მაქსიმალურად მოვარგეთ.

Property Georgia

სახლში ყველაფერი კარგადაა, როცა

...თბილისი გარდენსში ცხოვრობ

  • უსაფრთხო გარემო

    თბილისი გარდენსის მშვიდი საცხოვრებელი სივრცე დაცვის განსაკუთრებული სერვისით გამოირჩევა.

  • ლობი

    კონსიერჟის სერვისთან ერთად დიდი ლობი საქმიანი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია. ლობის ინტერიერისა და ავეჯის დიზაინზე ასევე ვინსენტ ვულფმა იმუშავა.

  • აუზი

    1100 მ²-იან დარბაზში, რომელიც ვინსენტ ვულფმა თავად დაგეგმა, ოლიმპიური ზომისა და საბავშვო საცურაო აუზებია განლაგებული. აუზების კომპლექსი მთელი წლის განმავლობაში დაგეხმარებათ დასვენებასა და გაჯანსაღებაში.

  • გამწვანება

    თბილისი გარდენსის ნიუ-იორკული ცათამბჯენი 21’000 მ²-იანი ცენტრალური პარკით არის გარშემორტყმული, რომლის გამწვანებაზეც იტალიელი დიზაინერები მუშაობენ. ბილიკების, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და განსაკუთრებული ჯიშის ხეებით პარკის გამწვანებაზე ჯამში 1’000’000 $ -ზე მეტი იხარჯება.

  • პარკინგი

    მიწისქვეშა პარკინგზე თითო ბინისთვის საშუალოდ ორ ადგილამდეა გამოყოფილი.

  • საბავშვო ბაღი

    თბილისი გარდენსის ყველაზე პატარა მაცხოვრებლებს ფერადი გარემო და მზრუნველი აღმზრდელები ელიან.

  • საცავები

    დამატებითი სივრცე, რომლის შეძენაც შესაძლებელია თქვენი ნივთებისათვის.

  • ფიტნეს ცენტრი

    375 მ² სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი გამოცდილი ინსტრუქტორებით 24/7 თქვენს განკარგულ-ებაშია. ფიტნეს ცენტრის უნიკალური დიზაინიც ვინსენტ ვულფს ეკუთვნის.

  • ივენთ ჰოლი

    ივენთ ჰოლი და ჯადოსნური ტერასა ზედგამოჭრილია ხმაურიანი წვეულებებისა და დიდი შეხვედრებისთვის.

Property Georgia

Property Georgia

დამატებითი უპირატესობები

  • ლიფტები

    4 სწრაფმავალი ლიფტით თვალის დახამხამებაში აღმოჩნდებით თქვენს სასურველ სართულზე.

  • სისტემა რიგელების გარეშე

    შენობის სტრუქტურა ისე მოვაწყვეთ, რომ ბინებში საყრდენი ბოძები ზედმეტ ადგილს არ იკავებს და შიდა განლაგების ცვლილებაც გაცილებით მარტივია.

  • ტექნიკური სათავსოები

    ყველა სართულზე ბოილერები და ჰაერის კონდიცირების სისტემას სპეციალური ადგილი მივუჩინეთ, რათა ბინების აივნები და ფასადები არ გადაიტვირთოს.

  • ალუმინის კარ-ფანჯარა

    გარე კარ-ფანჯარა ალუმინისგან არის დამზადებული მეტი სიმყარისა და ჰაერის მაქსიმალური იზოლაციისთვის.

  • საინჟინრო შახტები

    დამატებითი უსაფრთხოებისთვის საინჟინრო შახტები ბინებს გარეთ არის მოთავსებული.

  • საფასადე სისტემა

    თბილისი გარდენსის ფასადი გაწყობილია ალუმინით და გათვლილია ყველა სეზონზე.

Property Georgia

უსაფრთხოება

შენობა სრულად შეესაბამება ამერიკულ NFPA სახანძრო ნორმებს.

  • სპრიკლერები

    ყველა საერთო სივრცეს სპრინკლერების სახანძრო სისტემა ფარავს.

  • მთავარი კარი

    ყველა ბინის კარი აღჭურვილია სამმაგი ჩაკეტვის სისტემით და ცეცხლგაუმტარი მასალისგან არის დამზადებული.

  • ნაგვის სისტემა

    ტექნიკურ აივნებზე ნაგვის გამანაწილებელი სპეციალური სისტემა არის მოთავსებული.

  • სახანძრო სისტემა

    ყველა საერთო სივრცეს სახანძრო სისტემა ფარავს.

  • წყლის სათავსო

    შენობა აგრეთვე აღჭურვილია სასმელი წყლის სპეციალური რეზერვუარით, რათა წყლის მიწოდების ცვალებადობა თქვენს სიმშვიდეზე არ აისახოს.

  • გენერატორი

    დიზელის სარეზერვო გენერატორი უწყვეტად ამარაგებს ძირითად სისტემებს.

  • ჰაერგამწოვი სისტემები

    ყველა საერთო სივრცე და პარკირების ტერიტორია საჭირო ჰაერგამწოვი სისტემებითაა აღჭურვილი.

  • სეისმოლოგია

    შენობა სრულად შეესაბამება Eurocode 8 სეისმოლოგიურ ნორმებს.

  • ვიდეო კონტროლი

    ყველა ბინა აღჭურვილია ვიდეო დომოფონით.

  • მიწისქვეშა პარკინგი

    ტერიტორია აღჭურვილია თანამედროვე სავენტილაციო სისტემებით.

Property Georgia

ენერგო-ეფექტურობა

თბოიზოლაცია

შენობის ყველა ფასადი და სახურავი დაფარულია თბოსაიზოლაციო მასალებით, რაც ამცირებს შენობის თბოდანაკარგს.

LED განათება

ყველა სანათი LED ნათურით არის აღჭურვილი, რაც ელექტროენერგიის ხარჯს საგრძნობლად ამცირებს.

ფანჯრები

ენერგო-ეფექტური მასალისგან დამზადებული ფანჯრები საშუალებას გვაძლევს მეტი სინათლით ავავსოთ ბინები ენერგიის დაკარგვის გარეშე.

Property Georgia

მშენებლობის ხარისხი

მშენებლობის პროცესის ზედამხედველობას საერთაშორისო სამშენებლო კომპანია MYS Architects (ისრაელი) ახორციელებს.

მშენებლობისთვის მხოლოდ სერტიფიცირებულ მასალებს ვიყენებთ.

ხმის სრული იზოლაცია სართულებსა და ოთახებს შორის სპეციალური შრეებით არის უზრუნველყოფილი.

ელექტროგაყვანილობისთვის შენობაში მხოლოდ სპილენძის მაღალი კლასის მავთულებს ვიყენებთ.

ყველა გარე კედელი გამაგრებულია ენერგოეფექტური მასალით კონდენსატის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

Property Georgia

Development Company
Tbilisi Gardens

კომპანია

გლობალური ამბიცია

თბილისი გარდენსის პროექტზე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Quadrum Global მუშაობს. Quadrum გუნდი 2005 წლიდან აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს უძრავ ქონებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მხოლოდ ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე Quadrum Globalის ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Quadrum საქართველოში

Quadrum საქართველოში 2012 წლიდან მოღვაწეობს. კომპანიის პირველი პროექტი - გართობისა და დასვენების ქალაქი East Point 2015 წელს გაიხსნა. მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი უამრავ უცხოურ და ქართულ ბრენდს აერთიანებს და თბილისში შოპინგის, დასვენებისა და გართობისთვის ახალ გარემოს ქმნის.