ტერასა იპოდრომი

TOWER - ის ტიპის 27 სართულიან კომპლექსში განთავსებულია 110 ბინა, საცხოვრებელი ბინები იწყება მე - 4 სართულიდან, მესამე სართული ეთმობა კომერციულ ფართს, საპარკინგე ზონა მოიცავს სამ სართულს.

"ტერასა იპოდრომი" გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინებით, საუკეთესო ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალებით.

პროექტი ბარდება დასრულებული რემონტით!

ენერგოეფექტური პროექტი:

  • თბოიზოლაცია სართულებს და ბინებს შორის
  • მშენებლობისას გამოიყენება ენერგოეფექტური იზობლოკი
  • კომუნალური ხარჯების დაზოგვა 40 % - მდე

ბინაში თქვენ დაგხვდებათ:

 

  • გათბობის სისტემა
  • აივნები მოპირკეთებული ყინვაგამძლე ფილებით
  • ბინაში შესასვლელი რკინის კარი
  • უმაღლესი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, ორმაგი მინა პაკეტით
  • შეღებილი კედლები
  • თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი
  • ლამინატის იატაკი
  • შიდა კარი
  • აბაზანის აქსესუარები
პროექტის უპირატესობები:
  • ინფრასტრუქტურა
  • უსაფრთხოება
  • ხარისხი
მისამართი: გივი კარტოზიას ქუჩა N12, თბილისი ტელეფონი: (032) 2 04 40 44 ელექტრონული ფოსტა: info@terrassagroups.com ვებ-გვერდი: www.terrassagroup.ge
Development Company
TERRASSA GROUP

ტერასა ჯგუფი ბაზარზე შემოვიდა სრულიად ინოვატორული ხედვით, რაც მოიცავს არა მხოლოდ ხარისხიან მშენებლობასა და პროექტირებას, არამედ მის აქტიურ ჩართულობას ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაში. ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხისა  და კომფორტის ერთობლიობა სადაც, ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ჯანსაღ გარემოში.

კომპანიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომლითაც ყველა მის არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა დამატებით გამწვანების ზონას. ეს არის ევროპაში უკვე კარგად აპრობირებული და დანერგილი მწვანე არქიტექტურის ტენდენცია, რომელიც იძლევა საშუალებას შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა. მწვანე სახურავი, მრავალფეროვანი მცენარეებით და გამწვანების შერწყმა არქიტექტურაში მობინადრეებისთვის მრავალ ბენეფიტთან არის დაკავშირებული.

კომპანიის მიზანი:

ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხისა და კომფორტის ერთობლიობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ჯანსაღ გარემოში

კომპანიის ხედვა:

შევიტანოთ ჩვენი წვლილი გარემოს განვითარებაში, რაც ყველა ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება

კომპანიის ფასეულობები:

მომხმარებლების ინტერესების დაცვა და მათთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება არის ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა - ჩვენთვის ფასეულია ის რაც ფასეულია ჩვენი მომხმარებლისთვის.